Microsoft Talo — Tieto-ს სათავო ოფისი, რომელიც მდებარეობს ფინეთის ქალაქ ესპოოს სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში - კეილანიემში. ეს ადგილი პირდაპირ ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკთანაა იქვე.
შენობას ადრე ერქვა The Nokia House. სამხრეთ ნაწილის ორი ნაგებობა აიგო 1990-იანი წლების ადრეულ ხანებში, ხოლო მესამე, ჩრდილოეთ ნაწილის ნაგებობა აშენდა 2000 წელს. შენობებში დაახლოებით 5000 ადამიანი მუშაობს.
2012 წლის დეკემბერში, Nokia-მ განაცხადა რომ სათავო ოფისის შენობა მიჰყიდა ფინურ ინტიტუციას - Exilion-ს, 170 მილიონ ევროდ, გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულებით.[1]
2014 წლის აპრილში, Microsoft-ის მიერ Nokia-ს მოწყობილობების ბიზნესის შესყიდვის პროცესის დასრულების შემდეგ, შენობას ახალი სახელი დაერქვა: Microsoft Talo.
[2][3]
2017 წელს Microsoft Mobile დაიხურა, ხოლო იმავე წელს, შენობა დაიკავა კომპანია Tieto-მ[4] და დაერქვა Tieto Keilalahti Campus.