„The Final Cut“ — მეათე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1983 წლის ალბომზე The Final Cut[1][2].
ისტორია
სიმღერაში საუბარია ადამიანის მარტოობაზე, დეპრესიაზე, სექსუალურ რეპრესიასა და უარყოფაზე. სიმღერის ბოლოს პერსონაჟი ამბობს, რომ ცდილობდა თავის მოკვლას, მაგრამ უკანასკნელ ნაბიჯს ვერ დგამდა. კომპოზიციაში აგრეთვე ჟღერს ფრაზა „behind the wall“, რომელსაც გასროლა ახშობს.
„The Final Cut“ ამავე სახელწოდების ალბომის ის სიმღერაა, რომელიც იწერებოდა The Wall-ისთვის. სიმღერის ვიდეო შეტანილია მოკლემეტრაჟიან The Final Cut Video EP-ში. კომპოზიცია მოხვდა რადიოსთვის განკუთვნილ პრომო სინგლში „Selections From The Final Cut“, რომელზეც „Your Possible Pasts“ A-მხარეზეა წარმოდგენილი.[3][4] სიმღერა შეტანილია ანიმაციურ ფილმში „უცნაური კადრი“.
სიმღერის პრომო ფილმს (რომელიც შეტანილია ფილმში The Final cut EP) ახლავს სხვადასხვა წლების კინოქრონიკა, ცნობილი თუ უცნობი ქალბატონების კადრებით, რომლებიც ისვენებენ ან მუშაობენ.
სიმღერა ჯგუფის ან როჯერ უოტერსის მიერ კონცერტებზე არასოდეს შესრულებულა.
ციტატები
დევიდ გილმორი:
ვფიქრობ, ალბომზე სამი დიდებული სიმღერა არის: Fletcher, The Gunner's Dream და The final Cut, ყველა კარგია. ვფიქრობ, დანარჩენი არ არის საჩემო. მხოლოდ ჩემი აზრია. როჯერი, ჩემი აზრით, ალბომით ამაყობს.
პერსონალი
აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| სიმღერები |
|
---|
| დაკავშირებული სტატიები | |
---|
| |
|
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| კომპილაციები | |
---|
| EP-ები | |
---|
| ბოქს-სეტები | |
---|
| საუნდტრეკები | |
---|
| სინგლები | |
---|
| ფილმები |
კონცერტები | |
---|
| მხატვრული | |
---|
| დოკუმენტური | |
---|
|
---|
| ტურნეები | |
---|
| სიები | |
---|
| დაკავშირებული მედია და პროექტები | |
---|
| დაკავშირებული თემები | |
---|
| |
|