Sleeping in My Car

„Sleeping in My Car“
სინგლიროქსეტი
ალბომიდან Crash! Boom! Bang!
გამოსვლის თარიღი 7 მარტი 1994
ჩაიწერა 1994
ჟანრი პოპ-როკი
ხანგრძლივობა 3:34
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI
როქსეტი — სინგლების ქრონოლოგია
„Almost Unreal“
(1993)
Sleeping in My Car
(1994)
„Crash! Boom! Bang!“
(1994)

Sleeping in My Car“ — შვედური პოპ-როკ დუეტ როქსეტის სიმღერა და სინგლი. შეტანილია ალბომში Crash! Boom! Bang!. გამოსცა ლეიბლმა EMI. სიმღერა შვედეთში #1, ხოლო კანადის ჩარტში - #3 ადგილზე მოხვდა. იგი კანადურ ჩარტებში წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე იმყოფებოდა. აშშ-ში იგი მოხვდა ბილბორდის ცხელი 100-ეულის #50 პოზიციაზე.

1995 წელს პეკინში (ჩინეთი) გამოსვლისას ჯგუფს სთხოვეს, სიმღერის ოდნავ გულახდილი ტექსტი შეეცვალათ. ისინი დათანხმდნენ, მაგრამ, როგორც პერ გესლე ამბობდა, არაფერი შეუცვლიათ.[1]

სიმღერების სია

  1. Sleeping in My Car
  2. The Look (MTV Unplugged)
  3. Sleeping In My Car (სტოკჰოლმის დემო ვერსია)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Rolling Stones play China. The Daily Roxette. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 2006-04-10.