Return to Ommadawn — ბრიტანელი მუსიკოს მაიკ ოლდფილდის 26-ე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 2017 წლის 20 იანვარს[1] და არის ოლდფილდის მესამე ალბომ Ommadawn-ის გაგრძელება. ჩანაწერი გამოვიდა CD, CD/DVD, გრამფირფიტის და ციფრული ჩამონატვირთის ფორმატებში, ლეიბლ Virgin EMI Records-ზე.[4] ალბომის CD/DVD-Audio ვერსიაში წარმოდგენილია ჩანაწერის მოცულობითი ჟღერადობის მქონე მიქსი.[5]
ალბომში გაჟღერებულ ყველა ინსტრუმენტზე უკრავს თავად ოლდფილდი.
სიმღერების სია
|
|
1. | „Return to Ommadawn (Part one)“ | ოლდფილდი | 21:10 |
|
|
2. | „Return to Ommadawn (Part two)“ | ოლდფილდი | 20:57 |
საერთო ხანგრძლივობა: | 42:07 |
ინსტრუმენტები
ყველა ინსტრუმენტზე უკრავს მაიკ ოლდფილდი. ინსტრუმენტების სია მოცემულია, როგორც 2017 წლის გამოცემაში:[6]
სიმებიანი ინსტრუმენტები:
- აკუსტიკური გიტარა
- ფლამენკო-გიტარა
- ბას-გიტარა
- აკუსტიკური ბას-გიტარა
- ელექტრონული გიტარები
- მანდოლინები
- ბანჯო
- უკულელე
- კელტური არფა
კლავიშებიანი:
პერკუსია:
სხვები:
- ვისლები - B♭, C, D, E♭, F და G ტონალობებში
- ვოკალური ეფექტები ორიგინალური Ommadawn-იდან
გამაძლიერებლები:
ჩარტები
სქოლიო