NGC 2207 და IC 2163 — შეჯახების პროცესში მყოფი სპირალური გალაქტიკის წყვილი დედამიწიდან 80 მილიონი სინათლის წლის მანძილზე,[2]დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედის მიმართულებით. ორივე გალაქტიკა 1835 წელს ინგლისელმა ასტრონომმა ჯონ ჰერშელმა აღმოაჩინა. უფრო დიდი სპირალი, NGC 2207 კლასიფიცირებულია როგორც საშუალო ზომის სპირალური გალაქტიკა, ცენტრალური ნაწილის გარშემო განვითარებული სუსტი რგოლებით. შედარებოთ პატარა კომპანიონი სპირალი, IC 2163 კი კლასიფიცირებულია ცენტრალური ნაწილის მქონე გალაქტიკად, რომელსაც ასევე გააჩნია სუსტი შიდა რგოლები და წაგრძელებული სპირალური მკლავები, რომლებიც უფრო დიდი კომპანიონი გალაქტიკის გრავიტაციული ძალის გავლენითა არიან გამოწეულნი. ორივე გალაქტიკა დიდი რაოდენობით გაზსა და მტვერს შეიცავს და როგორც ინფრაწითელ ფოტოებზე ჩანს, აქტიურად მიმდინარეობს ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები. გარდა ამისა, NGC 2207-ში დაფიქსირებულია ოთხი სუპერნოვაც:
NGC 2207 გრავიტაციული გაძარცვის პროცესში იმყოფება IC 2163-ის მიერ.
შერწყმული გალაქტიკები
NGC 2207 იმყოფება IC 2163-თან შეჯახებისა და შერწყმის პროცესში. თუმცა, ანტენისა და თაგვის გალაქტიკებისაგან განსხვავებით, ისინი ჯერ კიდევ ორ ცალ-ცალკე სპირალურ გალაქტიკებს წარმოადგენენ, იმყოფებიან შეჯახებისა და შერწყმის მხოლოდ პირველ ეტაპზე. შეჯახებიდან სულ მალე, ისინი სავარაუდოდ დაემსგავსებიან თაგვის გალაქტიკას. შერწყმის პროცესს დაახლოებით ერთი მილიარდი წელი დასჭირდება და საბოლოოდ ჩამოყალიბდება ერთი, ელიფსური ან დისკოსებრი გალაქტიკა.[7]
↑Jha, S.; Garnavich, P.; Challis, P.; Kirshner, R.; et al. (1999). „Supernova 1999ec in NGC 2207“. IAUC. 7269: 2. Bibcode:1999IAUC.7269....2J.
↑van den Bergh, Sidney; Li, Weidong; Filippenko, Alexei V. (2003). „Classifications of the Host Galaxies of Supernovae, Set II“. The Publications of the Astronomical Society of the Pacific. 115 (813): 1280–88. arXiv:astro-ph/0308195. Bibcode:2003PASP..115.1280V. doi:10.1086/379106.
↑Conseil, E.; Fraser, M.; Inserra, C.; Walton, N.; et al. (2013). „Supernova 2013ai in NGC 2207 = Psn J06161835-2122329“. Central Bureau Electronic Telegrams (3431): 1. Bibcode:2013CBET.3431....1C.