ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წლის აღმასრულებლის ჯილდო - გადაეცემა 1972-73 წლების სეზონიდან ლიგის საუკეთესო გენერალურ მენეჯერს. 2009 წლამდე, ამ ჯილდოს სპორტული სიახლეები გადასცემდნენ, თუმცა აღიარებული იყო ოფიციალურად NBA-ს მხრიდან.[1] აქედან მოყოლებული კი ჯილდოს პირადად NBA გადასცემს.[2] ხმის მიცემა ხდება ლიგის 30 გუნდის აღმასრულებლის მიერ. პერსონა, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ეუფლება ჯილდოს.[3]
ჯილდოს გაცემიდან მოყოლებული, 28 სხვადასხვა გენერალური მენეჯერი იქნა დაჯილდოებული. ჯერი ქოლანჯელო, პირველი გენერალური მენეჯერი ფინიქს სანსიდან, არის ერთადერთი წევრი, რომელმაც ამ ჯილდოს მოპოვება 4-ჯერ შეძლო. ბობ ბასი, უეინ ემბრი, სტენ კესენი, კერი კროსი, ჯოფ პეტრი და ჯერი ვესტი არიან ის გამარჯვებულები, რომლებმაც ჯილდოს მოპოვება 2-ჯერ შეძლეს.[4] ყველა გამარჯვებული დაბადეულია აშშ ტერიტორიაზე. უკანასკნელი ჯილდოს მფლობელი ინდიანა პეისერსის გენერალური მენეჯერი ლარი ბირდი არის. ბირდი, ფრენკ ლეიდენი, რედ ორბეხი და პეტ რაილი არიან მხოლოდ ის გამარჯვებულები, რომლებმაც ასევე NBA-ს წლის მწვრთნელის ჯილდოს მოპოვება შეძლეს. ბირდი ასევე ერთადერთი გამარჯვებულია, რომელსაც NBA MVP ჯილდოც აქვს მოგებული.[5]
გამარჯვებულები
^
აღნიშნულია კვლავ NBA-ში მოქმედი აღმასრულებლები
*
არჩეული იქნა ნეისმითის კალათბურთის დიდების დარბაზში
*^
აქტიური აღმასრულებელი, რომელიც კალათბურთის დიდების დარბაზში იქნა შეყვანილი
Person (X)
აღნიშნულია ნუმერაციით, თუ მერამდენეა ეს ჯილდო მისთვის