ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშის ჯილდო - 1985-86 წლების სეზონიდან მოყოლებული გადაეცემა მოთამაშეს, რომელიც რეგულარულ სეზონში ყველაზე გაუმჯობესებულ მოტამაშეს გადაეცება. სპორტის შესახებ მწერალ კორესპონდენტებს და ტელევიზიის წამყვანებს აშშ და კანადის ტერიტორიაზე, შესაძლებლობა ეცემათ მისცენ ხმა. ყოველ წამყვანს შეუძლია 3 ხმა, მათ შორის პირველ მათგანს 5 ქულა ეძლევა, მეორე მათგანს 3 ქულა და მესამეს კი 1 ქულა. მოთამაშე, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, გადაეცემა ეს ჯილდო. [1]
ჯილდოს შექმნიდან, ის გადაცემული იქნა 27 სხვადასხვა მოტამაშეს. უაკანასკნელი გამარჯვებული რაიან ანდერსონია. არცერთ ჯილდოს გამარჯვებულს არ მოუგია NBA ჩემპიონის ტიტული როგორც მოთამაშეს, თუმცა 2011 წელს დარელ არმსტრონგმა შეძლო მოგება როგორც დამხმარე მწვრთნელმა დალას მევერიქსის რიგებში. ჰედო თურქოღლუ, რონი სეიკალი, ჯორჯ მურესანი და ბორის დიაო არიან მხოლოდ ის მოთამაშეები, რომლებიც აშშ ტერიტორიაზე არ დაბადებულან, აქედან მხოლოდ სეიკალი ვარჯიშობდა სრულად აშშ ფარგლებს გარეთ.
მხოლოდ ელვინ რობერტსონი, დანა ბაროში, ტრეისი მაკგრედი, ჯერმეინ ონილი, დენი გრენგერი და კევინ ლავი არიან ის გამარჯვებულები, რომლებიც იგივე სეზონში NBA All Star მატჩში იქნენ მიწვეულნი. დეილ ელისი, კევინ დაკუორთი, კევინ ჯონსონი, ჯილბერტ არენასი და ზაქ რენდოლფი არიან ის ჯილდოს მფლობელები, რომლებმაც მოგვიანებით მიიღეს მონაწილეობა NBA All Star მატჩში.
a რონი სეიკალი დაიბადა ლიბანში, რომელიც ორმაგ მოქალაქეობას ფლობს აშშ-სთან ერთად.[2][3] იგი წარმოადგენდა აშშ-ს ნაკრებს 1986 წლის FIBA მსოფლიო ჩემპიონატზე.[4]