Mount & Blade II: Bannerlord — სტრატეგიული მოქმედებითი როლური ვიდეო თამაში, პოპულარული თამაშების სერიის „Mount & Blade“-ის გაგრძელება, რომელიც შექმნა და გამოსცა თურქულმა კომპანია TaleWorlds Entertainment-მა 2022 წლის 25 ოქტომბერს შემდეგი პლატფორმებისთვის: Microsoft Windows, PlayStation 4, PlayStation 5, Xbox One და Xbox Series X/S.
გარემო
როგორც სერიის პირველ თამაშში, Bannerlord-ის მოქმედება ხდება იგივე რუკაზე, კალრადიაში, 210 წლით ადრე Mount & Blade: Warband-ამდე. მომქმედება მიმდინარეობს კალარანდიის იმპერიის დაცემის პერიოდში და წინა თამაშებში არსებული სამეფოების შექმნის დროს. კალარანდიის იმპერია და მისი დაცემის ანალოგიურია დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა და პირველი ევროპული სამეფოების შექმნა.[1]
შექმნა
2012 წლის სექტემბერს TaleWorlds-მა გამოაცხადა რომ თამაშზე მუშაობა მიმდინარეობდა, ასევე გამოვიდა პირველი თრეილერი. განახლებები იდებოდა TaleWorlds საიტზე ყოველ 2 თვეში ერთხელ.[2]
თამაშის გრაფიკა გაუმჯობესებულია წინა თამაშებთან შედარებით.[3] ის შეიცავს უკეთეს დაჩრდილვას და უფრო დეტალურ მოდელებს. პერსონაჟების ანიმაცია შექმნილია მოძრაობის ჩაწერის ტექნოლოგიით.[4] ასევე გაუმჯობესებულია სახის ანიმაციები ემოციების უკეთესად გამოსახატად.[5] გაუმჯობესდა ინვენტარის ინტერფეისი, ასევე ხელოვნური ინტელექტი. ციხე-სიმაგრეების ალყის შემორტყმის სისტემა.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| თამაშები | |
---|
| კომპანიები | |
---|
| დაკავშირებული | |
---|
|