Manic Street Preachers |
---|
Manic Street Preachers 2010 წელს. მარცხნიდან მარჯვნივ: ჯეიმზ დინ ბრედფილდი, ტურნეს მუსიკოსი უეინ მარი, ნიკი უაირი და შონ მური. |
ბიოგრაფია |
---|
აგრეთვე ცნობილი როგორც |
The Manics Manics |
---|
წარმოშობა |
ბლეკვუდი, უელსი, გაერთიანებული სამეფო |
---|
ჟანრ(ებ)ი |
ალტერნატიული როკი, ბრიტპოპი, მძიმე როკი, პოსტ-პანკი, პანკ-როკი, გლემ-პანკი |
---|
აქტიური |
1986–დღემდე |
---|
ლეიბლ(ებ)ი |
Columbia, Epic, Heavenly, Damaged Goods |
---|
|
---|
წევრები |
ჯეიმზ დინ ბრედფილდი ნიკი უაირი შონ მური |
---|
|
---|
ყოფილი წევრები |
რიჩი ედვარდსი მაილზ ვუდუორდი[1] |
---|
|
---|
საიტი |
manicstreetpreachers.com |
---|
Manic Street Preachers ვიკისაწყობში |
Manic Street Preachers — უელსური ალტერნატიული როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1986 წელს ბლეკვუდში, რომელშიც შედიან ჯეიმზ დინ ბრედფილდი (წამყვანი ვოკალი, წამყვანი გიტარა), ნიკი უაირი (ბას-გიტარა, ტექსტები) და შონ მური (დასარტყმელი საკრავები). ხშირად მათ უწოდებენ The Manics-ს ან უბრალოდ Manics. Manic Street Preachers თავდაპირველად კვარტეტი იყო, მაგრამ იქცა ტრიოდ, როდესაც 1995 წლის 1 თებერვალს მოულოდნელად გაუჩინარდა რიჩი ედვარდსი, ჯგუფის ტექსტების ძირითადი ავტორი და რიტმული გიტარისტი.[2] ადრეულ ეტაპზე ჰერმაფროდიტული გლემ-როკ იმიჯით და კრიტიკული სოციალური ტექსტებით „კულტურაზე, გაუცხოებაზე, უსაქმურობასა და სასოწარკვეთაზე“ მოიპოვეს საკულტო სტატუსი.[3][4]
ედვარდის გაუჩინარების შემდეგ ბრედფილდმა, მურმა და უაირმა განაგრძეს ჯგუფის სახით თანამშრომლობა და მიაღწიეს კრიტიკოსთა აღიარებას და კომერციულ წარმატება. მიღებული აქვთ შვიდზე მეტი NME-ის ჯილდო, მათ შორის, ცხოვრებისეული დამსახურებებისთვის, რომელსაც „ღმერთთან მიახლოებული გენიოსის“ ჯილდო ეწოდება. აგრეთვე არიან რვა Q-ს და ბრიტანული მუსიკის ოთხი ჯილდოს მფლობელები. დღეისთვის მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვთ 10 მილიონზე მეტი ალბომი და ითვლება ბრიტანეთის ერთ-ერთ წამყვან ჯგუფად.[5] გვიანდელ ალბომებში შეიმჩნევა მემარცხენე პოლიტიკის თემები და ინტელექტუალური სტილი, რასაც ერწყმის ალტერნატიული როკის უფრო ტრადიციული ჟღერადობა.[6] საერთო ჯამში, ჯგუფს აქვს საუკეთესო 10-ეულებში მოხვედრილი 11 ალბომი, საუკეთესო 10-ეულებში მოხვედრილი 15 სინგლი და ბრიტანეთის ჩარტებში #1 პოზიციაზე სამჯერ მოხვედრა 1998 წლის ალბომით This Is My Truth Tell Me Yours, სინგლით ამ ალბომიდან „If You Tolerate This Your Children Will Be Next“ და 2000 წლის სინგლით „The Masses Against the Classes“.
დისკოგრაფია
- სტუდიური ალბომები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო