In My Place
In My Place — პირველი სინგლი ინგლისური როკ ჯგუფის Coldplay-ს მეორე ალბომიდან A Rush of Blood to the Head. ის ჯგუფის მესამე სიმღერა აღმოჩნდა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტში შევიდა, სადაც პიკის დროს #2 ადგილზე მოექცა. მას ახალბედა დარიუს დანეშის „Colourblind“-მა გაუსწრო. რეგიონული სინგლები გამოვიდა ბრიტანეთი-ში, ევროპაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, კანადაში, და ავსტრალიაში. პრომო სინგლები გამოვიდა ბრიტანეთი-ში, აშშ-ში, საფრანგეთში და იაპონიაში. სინგლის გარეკანზე ბენდის გიტარისტი, ჯონი ბაკლენდია გამოსახული. ისტორიაჟურნალთან Q საუბრისას ჯგუფის ვოკალისტმა კრის მარტინმა განაცხადა, რომ In My Place ჯერ კიდევ სადებიუტო ალბომის Parachutes პერიოდიდან შემორჩათ. როდესაც დასრულდა მეორე ალბომზე A Rush of Blood to the Head მუშაობა, მარტინმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ალბომი მზად იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც გიტარისტმა ჯონი ბაკლენდმა სიმღერა გიტარაზე დაუკრა, მარტინს იმდენად მოეწონა იგი, რომ ალბომში შეტანა გადაწყვიტა. სიმღერა, მისი თქმით, არის იმის შესახებ, „თუ რა ადგილს იკავებს ადამიანი ამ სამყაროში, როგორ გამოიყურება და როგორ ცხოვრობს ამით“.[1] ინტერვიუში ბაკლენდი გამოუტყდა პრესას, რომ სიმღერის ჩაწერის პროცესი რთული იყო, ვინაიდან მისი საკონცერტო ვერსია უკვე არსებობდა.[2] მისივე თქმით, ჩაწერისას მათ არ იცოდნენ, თუ როგორი ჟღერადობა უნდა ჰქონოდა მას, ვინაიდან ჯგუფის ყველა წევრს ამის შესახებ საკუთარი აზრი ჰქონდა. კომპოზიციამუსიკალური ნაწყვეტები:
სიმღერა იწყება დასარტყამების ჟღერადობით, 4/4 თვლით. შემდეგ ჟღერს სამ ნოტიანი გიტარის მელოდია და სიმღერას ემატება მარტინის ვოკალი. კომპოზიცია გამოირჩევა დასარტყამი ინსტრუმენტების მძიმე ჟღერადობით, ადვილად სამღერი მისამღერით და სიმებიანი ინსტრუმენტების არანჟირებით. სიმღერების სია
ჩარტები
სქოლიო
რესურსები ინტერნეტშიInformation related to In My Place |