Imagine — ჯონ ლენონის მეორე სტუდიური სოლო-ალბომი. გამოვიდა 1971 წელს, ლეიბლზე Apple.
ისტორია
სიმღერების უმეტესობა ჩაწერილი იქნა სტუდიაში ესკოტი, ხოლო სიმებიანი ინსტრუმენტების პარტიები - შემდგომში, ნიუ-იორკის სხვა სტუდიაში, Record Plant. ისევე როგორც წინა ალბომზე, პროდიუსერის სახით სტუდიაში მუსიკოსებს შეუერთდა ფილ სპექტორი. ალბომის ჩაწერა ასევე ასახულია დოკუმენტურ ფილმში Gimme Some Truth: The Making of John Lennon's Imagine.
სასათაურო Imagine იქცა ლენონის ყველაზე ცნობილ სიმღერად, რომელიც მშვიდობის ერთგვარ ჰიმნად ითვლება. ასევე ძალიან პოპულარული გახდა Jealous Guy, ჰარმონიული ბალადა. ეს უკანასკნელი სინამდვილეში დაიწერა ინდოეთში 1968 წელს. ორი კომპოზიცია, Oh My Love და How? დაიწერა სპეციალური თერაპიის სეანსების გავლენით და საკმაოდ პირადულ ხასიათს ატარებს.
ლენონმა ასევე ხაზი გაუსვა თავის როკ ენ როლურ ფესვებს სიმღერებით Crippled Inside და It's So Hard. Gimme Some Truth, რომელიც ჯერ კიდევ ალბომის Let it be დროის იწერებოდა, ამ დისკზე ახალი ტექსტით ჩნდება. პოლიტიკურ ელფერს ატარებს I Don't Wanna Be a Soldier
ალბომის ჩაწერაში ასევე მონაწილეობდა ჯორჯ ჰარისონი, მისი წვლილიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია სიმღერა How Do You Sleep?, რომელშიც ლენონი აკრიტიკებს ყოფილი კოლეგის, პოლ მაკ-კარტნის პიროვნებას. წლების შემდეგ ლენონმა აღნიშნა, რომ ეს კომპოზიცია უფრო მეტად საკუთარი თავის კრიტიკა იყო.
ალბომის პირველ გამოცემებს თან ახლდა საფოსტო ბარათი, რომელზეც ჯონი დგას ღორთან ერთად - ეს იყო პაროდია მაკ-კარტნის ალბომის Ram გარეკანზე. შემდგომ გამოცემებში, განსაკუთრებით კი, კომპაქტ დისკებში ეს ბარათი ამოღებული იქნა და თან ახლდა თავად ალბომის ბუკლეტებს.
სიმღერების სია
ყველა სიმღერის ავტორი - ჯონ ლენონი, გარდა მითითებულისა
↑Doyle, ტომ (ნოემბერი 2010). „John Lennon Signature Box“. Mojo. p. 114.
↑Gary Graff & Daniel Durchholz (რედ.), MusicHound Rock: The Essential Album Guide, Visible Ink Press (Farmington Hills, MI, 1999; ISBN 1-57859-061-2), p. 667.