III — ბრიტანული პოპ-ჯგუფ Take That-ის მეშვიდე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 2014 წლის 1 დეკემბერს. ეს არის ჯგუფის პირველი ალბომი, ჩაწერილი ტრიოს სახით, მას შემდეგ, რაც Take That-იდან წავიდნენ ჯეისონ ორენჯი და რობი უილიამსი.[12][13] გერი ბარლოუს თქმით, ეს არის „გასული რვა წლის შემაჯამებელი ალბომი“.[14]
ჩაწერა
ალბომის ჩაწერა დაიწყო 2014 წლის იანვარში. სტუდიაში მუშაობდნენ გერი ბარლოუ, ჰოვარდ დონალდი და მარკ ოუენი, ხოლო ჯეისონ ორენჯმა ჯერ არ იცოდა, განაგრძობდა თუ არა ჯგუფში მონაწილეობას. ბარლოუ ამბობდა, რომ ჩაწერისას ცდილობდნენ, ორენჯისთვის ალბომზე დიდი დრო დაეთმოთ, იმ იმედით, რომ იგი შეცვლიდა გადაწყვეტილებას და ჯგუფს დაუბრუნდებოდა.[15] რობი უილიამსი ამბობდა, რომ ალბათ, ვერ დაბრუნდებოდა, ვინაიდან ჰქონდა საკონცერტო ტურნე The Swing Tour Live და ელოდა მეორე შვილის დაბადებას.
2014 წლის სექტემბერში ორენჯმა ოფიციალურად განაცხადა ჯგუფიდან წასვლის შესახებ და ტრიო დაუბრუნდა სტუდიას და ჩაწერა სიმღერები, რომლებიც ორენჯისთვის შეიქმნა.[16] დონალდი ამბობდა, რომ ჯგუფმა ორენჯის წასვლის შემდეგ გადაწყვიტა დაშლა, მაგრამ ალბომის ჩაწერა განაგრძო. ოუენი ალბომის შესახებ ამბობდა: „საკმაოდ ნელი იყო, ამიტომ მასში მეტი ენერგია უნდა შეგვეტანა. შემდეგ, დაახლოებით მაისში, სამივე გამოვიკეტეთ 2-3 კვირით და ჟღერადობასთან ექსპერიმენტები დავიწყეთ და ჩემთვის ნამდვილი მუშაობა მაშინ დაიწყო. ენერგია უფრო დადებითი იყო. იგი ჯგუფის ერთ-ერთ მხიარულ ალბომად იქცა.“ ბარლოუმ განაცხადა - „ეს ალბომი დამშვიდობება არ არის.“ [17]
სინგლები
- „These Days“ სინგლის სახით გამოიცა 2014 წლის 14 ნოემბერს. სინგლის პრემიერა გაიმართა BBC Radio 2-ზე, 2014 წლის 10 ოქტომბერს. მოგვიანებით Vevo-ზე იგი აუდიო-ვიდეოს სახით გამოქვეყნდა.[18] 31 ოქტომბერს გამოვიდა სიმღერის ოფიციალური მუსიკალური ვიდეო.
- „Let in the Sun“ 2015 წლის 2 მარტს ალბომის მესამე სინგლის სახით გამოიცა.[19]
- "Hey Boy" გამოიცა, როგორც ალბომის 2015 წლის სპეციალური ვერსიის სინგლი.
სიმღერების სია
|
1. | „These Days“ | | გრეგ კერსტინი | 3:52 |
2. | „Let In The Sun“ |
- ბარლოუ
- ოუენი
- დონალდი
- ედვარდ ფურე ერფიორდი
- გერი გოუ
- კეს ლოუ
- ჰენრიკ ბარმან მიხელსენი
| სტიუარტ პრაისი | 3:39 |
3. | „If You Want It“ |
- ბარლოუ
- ოუენი
- დონალდი
- კერსტინი
| გრეგ კერსტინი | 4:02 |
4. | „Lovelife“ |
- ბარლოუ
- ოუენი
- დონალდი
- ნორტონი
- მარკი
| | 3:35 |
5. | „Portrait“ | | | 3:34 |
6. | „Higher Than Higher“ |
- ბარლოუ
- ოუენი
- დონალდი
- მატიას ლარსონი
- რობინ ფრედრიკსონი
- ჯო ჯენიაკი
| | 4:06 |
7. | „I Like It“ | | შენკსი | 4:22 |
8. | „Give You My Love“ | | | 2:49 |
9. | „Freeze“ | | | 4:01 |
10. | „Into The Wild“ |
- ბარლოუ
- ოუენი
- დონალდი
- გოუ
- ჯონ მარტინი
| | 3:52 |
11. | „Flaws“ | | | 3:33 |
12. | „Get Ready for It“ | | შენკსი | 3:39 |
|
|
13. | „Believe“ |
- ბარლოუ
- ოუენი
- დონალდი
- ნორტონი
- მარკი
| | 4:20 |
14. | „Amazing“ |
- ბარლოუ
- ოუენი
- დონალდი
- შენკსი
| შენკსი | 4:04 |
15. | „Do It For All For Love“ |
- ბარლოუ
- ოუენი
- დონალდი
- შენკსი
| შენკსი | 4:18 |
|
|
16. | „Fall Down At Your Feet“ | | | |
17. | „If It's Not Love“ | | | |
18. | „These Days (სტივ პიტრონის და მაქს სანას კლუბური მიქსი)“ |
- ბარლოუ
- ოუენი
- დონალდი
- ნორტონი
- მარკი
| | |
|
|
16. | „Hey Boy“ (ვოკალი - ოუენი, ბარლოუ, დონალდი) |
- Barlow
- Owen
- Donald
- Norton
- Mark
| 3:44 |
17. | „Will You Be There for Me“ | | 3:37 |
18. | „Carry Me Home“ | | 4:15 |
19. | „Bird in Your Hand“ | | 3:20 |
ჩარტები
ყოველკვირეული ჩარტი
წლის შემაჯამებელი ჩარტი
ჩარტი (2014)
|
პოზიცია
|
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[36]
|
10
|
სერტიფიცირებები
სქოლიო
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| სხვა ალბომები | |
---|
| კომპილაციები | |
---|
| სინგლები | |
---|
| ტურნეები | |
---|
| ვიდეო | |
---|
| ტელევიზია | |
---|
| თეატრი | |
---|
| სხვა სტატიები | |
---|
|