„Hey You“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის რიგით პირველი სიმღერა 1979 წლის კონცეპტუალური ალბომის The Wall მეორე დისკიდან[1][2]. მისი ავტორია როჯერ უოტერსი.
კომპოზიცია
კომპოზიცია იწყება აკუსტიკური გიტარის სოლოთი, რომელიც კლასიკურ სტილში დეივიდ გილმორის მიერ სრულდება. სიმღერის ვოკალური ნაწილის დიდი რაოდენობა სრულდება გილმორის, ხოლო უკანასკნელი სტროფი - როჯერ უოტერსის მიერ. დეივიდი აგრეთვე უკრავს ბას-გიტარაზე.
სიუჟეტი
The Wall არის ამბავი პინკის შესახებ, რომელიც არის საზოგადოებისგან გაუცხოებული როკ-ვარსკვლავი. იგი საზოგადოებისგან ფსიქოლოგიურ ბარიერს ქმნის, წარმოსახვითი კედლის სახით.
ამ სიმღერაში პინკი ხვდება, რომ დაუშვა შეცდომა და ცდილობს გარე სამყაროსთან ურთიერთობის აღდგენას. თუმცა, იგი კედლის მიღმა ვერაფერს ხედავს. პინკი სულ უფრო და უფრო სასოწარკვეთილი ხდება, როდესაც ხვდება, რომ გამოსავალი არ არის.
როჯერ უოტერსი:
პინკი მზად არის, მიიღოს ჭიები. ეს არის ჩვენში გახრწნის, უარყოფითი ძალების სიმბოლო. ისინი ჩნდებიან, როდესაც ცხოვრებაში იმედი არ რჩება.
საკონცერტო ვერსიები
სიმღერა სრულდებოდა ჯგუფის 1980-1981 და 1994 წლების კონცერტებზე. იგი აგრეთვე შესრულდა როჯერ უოტერსის მიერ, ბერლინში, 1990 წელს და ტურნეებში The Pros and Cons of Hitch Hiking და The Wall Live.
სხვა ვერსიები
ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“ „Hey You“ არ ჟღერს, თუმცა ფილმისათვის მომზადებული ვერსია შეტანილია DVD-გამოცემის დამატებით მასალებში.
სქოლიო
|
---|
| სიმღერები |
მხარე 1 | |
---|
| მხარე 2 | |
---|
| მხარე 3 | |
---|
| მხარე 4 | |
---|
|
---|
| გამოუყენებელი სიმღერები | |
---|
| რემიქსული სინგლი | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| ფილმები | |
---|
| ტურნეები | |
---|
| მიძღვნილი ალბომები | |
---|
| სხვადასხვა | |
---|
| |
|
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| კომპილაციები | |
---|
| EP-ები | |
---|
| ბოქს-სეტები | |
---|
| საუნდტრეკები | |
---|
| სინგლები | |
---|
| ფილმები |
კონცერტები | |
---|
| მხატვრული | |
---|
| დოკუმენტური | |
---|
|
---|
| ტურნეები | |
---|
| სიები | |
---|
| დაკავშირებული მედია და პროექტები | |
---|
| დაკავშირებული თემები | |
---|
| |
|