Heaven & Earth არის Yes-ის პირველი სტუდიური ალბომი ამერიკელ ვოკალისტ ჯონ დეივისონის მონაწილეობით და პირველი სამი წლის განმავლობაში, ალბომის Fly from Here (2011) შემდეგ, რომელიც ერთადერთი ალბომია კანადელ ვოკალისტ ბენუა დევიდის მონაწილეობით.
ბეკ-ვოკალის სესიების ხმის ინჟინერის სახით ალბომზე მუშაობდა ბილი შერვუდი, რომელიც ჯგუფიდან 2000 წელს წავიდა.[3] ალბომის პროდიუსერია როი თომას ბეიკერი.
სტივ ჰაუ ალბომის სათაურის შესახებ: „რაღაც მხრივ, Heaven & Earth იგივეა, რაც კარგი და ცუდი, ინი და იანი, ზემოთ და ქვემოთ, მარცხნივ და მარჯვნივ. ეს არის ორი უკიდურესობა, მაგრამ, ვფიქრობ, მე და როჯერს მოგვეწონა იდეა, რომ დედამიწა არის ფიზიკური ადგილი, სადაც იკვლევ და კვანტური ფიზიკით ხარ დაკავებული. [...] ცა კი არის უცნობი ადგილი, გარკვეული მიზნების გარეშე, როგორც ყველამ იცის. და არ აქვს მნიშვნელობა, სრულად ხარ დაკავებული რელიგიური რწმენით ან სხვა მხრივ ხარ გრძნობ სულიერებას. აქ არ არის აუცილებელი რელიგიური ვალდებულებები - უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ ზემოთ ნამდვილად რაღაც არის, რაზეც არაფერი ვიცით. [...] ეს არის ცნობილის და უცნობის ორმაგი სახის შეჯამება და რაც უფრო მეტად უყურებ ცნობილს, მით უფრო მეტად ხედავ, რომ უცნობი უფრო მეტია, ვიდრე გეგონა.“ [4]
ჩაწერა
2014 წლის 6 იანვრიდან 14 მარტამდე ჯგუფი იწერდა ახალ ალბომს, პირველ ჯონ დეივისონის მონაწილეობით. ჩაწერა მიმდინარეობდა ლოს-ანჯელესში, პროდიუსერ როი თომას ბეიკერის ზედამხედველობით.[5]
ეს არის ჯგუფის პირველი ნამუშევარი ბეიკერთან ერთად, რომელთან ჩაწერაც შეწყდა 1979 წლის ბოლოს, როდესაც Yes პარიზში მუშაობდა. ახალი სესიები კრის სკუაირის მიერ დასახელდა, როგორც „სასიამოვნო მოვლენა“. მისი თქმით, ბეიკერი არის „თანაშრომლობისთვის კარგი პიროვნება.“ [6] 2014 წლის იანვარში ჯგუფის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა პირველი ფოტოსურათები, გადაღებული სტუდიაში ბეიკერთან ერთად.
[7] 2014 წლის 7 მარტს ჯეფ დაუნზი თავის Twitter-ში წერდა, რომ მან დაასრულა ალბომისთვის კლავიშებიანების ჩაწერა[8]
2014 წლის 5 მარტს ბილი შერვუდმა თავის ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე განაცხადა, რომ იგი ხმის ინჟინერის სახით მუშაობდა ვოკალურ სესიებზე, რომლებიც დაიწყო მეორე დღეს. მან აგრეთვე დაადასტურა, რომ სულ ცოტა, სკუაირიც და ჰაუც იწერდნენ ვოკალებს.[3] 2014 წლის აპრილის ინტერვიუდან დეივისონისთან ცნობილი გახდა, რომ ჩაწერა დასრულდა 2014 წლის 19 მარტიდან დაგეგმილი ტურნეს წინ. „ბოლო წამს ყველაფერს ვამატებ [...] დრო ამოგვეწურა და უნდა გავემგზავროთ.“ მან აგრეთვე განაცხადა, რომ ალბომზე იქნებოდა 8, ხოლო იაპონურ გამოცემაში - ერთი დამატებითი სიმღერა.[9]
2014 წლის მარტში მიმდინარეობდა ალბომის ხმის მიქსი.[6]
შექმნა
წინა ალბომისგან, Fly from Here, განსხვავებით, რომელიც ნაწილობრივ ეფუძნებოდა დაუნზისა და პროდიუსერ/ყოფილ წევრ ტრევორ ჰორნის ძველ კომპოზიციებს, Heaven & Earth შედგენილია მხოლოდ ახალი მასალისგან.[10] Yes-სთან პირველი ალბომის შემთხვევაში, დეივისონი სიმღერების შექმნის პროცესში მთლიანად იყო ჩართული. სკუაირი: „მან ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა [ახალ ალბომში] შექმნაში, როგორც მუსიკის, ასევე ტექსტების მხრივ. [...] [მან] შემოიტანა სიმღერების შექმნისა და ტექსტების წერის საინტერესო სახე. მან დაწერა ალბომის ტექსტების დიდი ნაწილი.“ [6] დეივისონის მიერ სიმღერების შექმნის შესაძლებლობები ჰაუმ დაასახელა, როგორც „შესანიშნავი“ და Heaven & Earth შეადარა Fly From Here-ს სიმღერების შექმნის პროცესის კუთხით: „ბენუა დევიდი არ წერდა, ამიტომ ტრევორ ჰორნი ჩართული იქნა შექმნაში [...] ჯონი არის ნამდვილად შესანიშნავი.“ [11] დეივისონი: „მეგონა, რომ იქნებოდა [ძალიან რთული], მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ ყოფილა. ისინი და [მათი] კომპოზიციური სტილები და მოდელები და ტემპი კარგად გავიცანი.“ [9]
ჰაუ: „Heaven & Earth-ს აქვს სიხასხასე და ბევრი წინა ალბომისგან გამორჩეული პოზიცია. იმედია, რომ ამ სიხასხასეს მოიწონებენ.“ [11] სხვა ინტერვიუში მან განიხილა ის ფაქტი, რომ ალბომზე არ იქნებოდა „ეპიკური“, ხანგრძლივი სიმღერები. „გვაქვს რამდენიმე ხანგრძლივი კომპოზიცია, რამდენიმე საკმაოდ კარგია. ვფიქრობ, რომ ასეთია ეს ალბომი - აქ დიდი კონცეფციებით დროს არ ვიკავებთ, აქ მუსიკაში არის სხვადასხვა სურნელება და პიკანტურობა, რომელიც ერთმანეთს აჩენს. თუკი არის სიმღერა, რომელიც ერთი მიმართულებისაა, შემდეგ კი მოდის სხვა მიმართულების მქონე, ჩვენ უბრალოდ არ ვწერთ 8 ერთნაირ სიმღერას.“[4]
სკუაირი Heaven & Earth-ს აღწერდა, როგორც „მისაწვდომ, მაგრამ კვლავ რისკიან ალბომს“. „არის სამი კომპოზიცია, რომელიც უფრო ხანგრძლივია, 9-10 წუთამდე. ამიტომ ალბომს უეჭველად აქვს Yes-ური დალაგების კვალი.“ მან აგრეთვე განიხილა დეივისონის, როგორც სიმღერების ავტორის ნამუშევარი: „ჯონმა კარგად იმუშავა. თითოეულ ჩვენგანთან მან იმუშავა რამდენიმე სიმღერაზე და საბოლოოდ მივიღეთ ალბომი ძალიან ძლიერი მუსიკით.“ [12]
დეივისონის ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ ალბომში იქნებოდა 8 სიმღერა, ხოლო იაპონურ გამოცემაში დაემატებოდა კიდევ ერთი.[9] ჰაუმ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიმღერების დიდი ნაწილი დაიწერა ერთობლივად, უმეტესობის ავტორი თავად არის ან მხოლოდ დეივისონი.[4]
დეივისონმა აგრეთვე განაცხადა, რომ ჯგუფს აქვს დამატებითი მასალის დიდი რაოდენობა, რომელიც ალბომის ჩაწერისას არ დაუსრულებიათ, მათ შორის - „დიდი პროგრესული პიესა“, ძირითადად დაწერილი მასსა და დაუნზის მიერ. როგორც მან თქვა, იგი შესაძლოა, საბოლოოდ მოხვდეს შემდეგ ალბომში.[9]
გამოცემა
2014 წლის 13 ივნისს ჯგუფმა სიმღერის „Believe Again“ ნაწყვეტი ოფიციალურად გამოაქვეყნა სპეციალურ საიტზე yesheavenandearth.com. გარდა ამისა, iTunes-ზე ალბომის წინასწარი შეკვეთისას ხელმისაწვდომი გახდა სიმღერის სრული ვერსიაც.[13]
მუსიკოსების კომენტარები
„„Believe Again“-ის ლირიკული თემა ეხება თვითაღმოჩენას, კოლექტიური ერთობლიობის განვითარებას და დაუფლებული რწმენით გამოწვეულ სიმშვიდეს. სიმღერა არის მოწოდება, გავაზიაროთ იდეა იმისა, რომ რაოდენ შორს არ უნდა გადავუხვიოთ უდიდესი მიზნებისგან, ყოველი არსში დამალულ სულიერი სიყვარულის რეალობაში გამოსყიდვის მოძიება გვიანი არასოდეს არის. ამ წმინდა დინების შესახებ შევიტყობთ ჩვენ გონებისა და გულების დამშვიდებით, მტკიცებებისა და მედიტაციების მეშვეობით - ამაში იგულისხმება ტექსტში არსებული „empty space“.[14]“