Gone But Not Forgotten

Gone But Not Forgotten
სეზონი 2, ეპიზოდი 1
ეთერში გას. თარიღი 3 მარტი, 2014
სცენარის ავტორ(ებ)ი კარლტონ კუზი და კერი ერინი
რეჟისორი ტაკერ გეიტსი
ეპიზოდების გზამკვლევი
← წინა
„Midnight“
შემდეგი →
„Shadow of a Doubt“

Gone But Not Forgotten„ბეიტსის მოტელის“ მეორე სეზონის საპრემიერო ეპიზოდი, რომელიც ეთერში 2014 წლის 3 მარტს გავიდა.

მოკლე შინაარსი

ნორმანი მის უოტსონის გარდაცვალებას ძალიან განიცდის; ნორმა მოტელის მომავალზე ღელავს, რადგან შემოვლითი გზის აშენებას დაგეგმილ დროზე ადრე იწყებენ; ბრედლი მამამისის მკვლელის ძებნისას უკიდურეს სიტუაციაში ჩავარდება.

სიუჟეტი

ნორმას სკოლის დირექტორი ურეკავს და ბლერ უოტსონის გარდაცვალების შესახებ აცნობებს, რის შემდეგაც ნორმანს შეკითხვებს უსვამს, თუმცა მას არაფერი ახსოვს. ნორმა, ნორმანი და დილანი დაკრძალვას ესწრებიან, სადაც ნორმანი ემოციებს ვერ იკავებს. მოგვიანებით ჩანს, რომ მას მის უოტსონის მძივებიანი ყელსაბამი აქვს. იმის გარკვევის შემდეგ, რომ ჯერი მარტინი ბლერ უოტსონის საყვარელი იყო, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრედლი სახლიდან მანქანით მიდის და თვითმკველობის მიზნით ხიდიდან მდინარეში გადახტება.

ოთხი თვის შემდეგ მოტელის ბიზნესის ყვავის. ემა ისევ იქ მუშაობს, ხოლო ნორმანი თავის დროს სარდაფში ატარებს, სადაც ტაქსიდერმიით კავდება. ბრედლის ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოუშვებენ, ხოლო ნორმანს უკან უბრუნებენ წერილებს, რომლებსაც იგი ბრედლის უგზავნიდა.

როცა ნორმა ნორმანს მანქანის ტარებას ასწავლის, იგი სასაფლაოსთან გაჩერდება, რის გამოც ნორმა მას მკვდრებით შეპყრობის გამო ტუქსავს. ისინი კამათობენ და ნორმანი სიბრაზით ითხოვს ადგილების გაცვლას. სახლისკენ მიმავალ გზაზე ნორმა გზის მშენებლებს დაინახავს და გაიგებს, რომ შემოვლითი გზის აგება მომდევნო ორშაბათს დაიწყება. ამის გამო ნორმა გადაწყვეტს, რომ ქალაქის საბჭოს შეხვედრას საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად დაესწროს.

იმავე ღამეს ბრედლი გილის სახლში მიდის და მას მამამისის სიკვდილის შესახებ ეკითხება. გილი ამბობს, რომ მკვლელის ვინაობა არ იცის და ბრედლის მამას შეუარცხმყოფელი სიტყვით მოიხსენიებს. ამის შემდეგ ის ბრედლის ასაკს ეკითხება და სახლში შესვლას სთავაზობს. ბრედლი უარს ამბობს. მოგვიანებით იგი დატენილ იარაღს მამამისის ნივთების ყუთიდან ამოიღებს. ნორმანი მის სანახავად მიდის და ეუბნება, რომ როცა დახმარება დასჭირდება, მის გვერდით იქნება.

მომდევნო დღეს ნორმანი სასაფლაოზე ბრუნდება და უცნობ მამაკაცს, რომელიც მის უოტსონის საფლავზეა, ფოტოებს უღებს, რის შემდეგაც რომეროსთან მიდის. რომერო ნორმანს მისი და ბლერ უოტსონის ურთიერთობის შესახებ ეკითხება. ნორმანი ამბობს, რომ მის უოტსონი მეგობრული ადამიანი იყო და სკოლის სამუშაოებში ძალიან ეხმარებოდა.

მარიხუანის დასამუშავებელ ქარხანაში გილი დილანს ეუბნება, რომ ბრედლი მისი ბიზნესიდან შორს დაიჭიროს. რემო დილანს უმხელს, რომ გილს ჯერი მარტინი სძულდა, რადგან იგი და ბლერ უოტსონი (ადგილობრივი მარიხუანის ოჯახის უფროსის შვილი და გილის შეყვარებული) საყვარლები იყვნენ. ნორმა ქალაქის საბჭოს სხდომაზე მიდის, სადაც მის წინადადებას საბჭოს წევრი, ლი ბერმანი, უარყოფს. განრისხებული ნორმა მათი უკანონო აქტივობების გამო ჯავრს ამოიყრის, რის შემდეგაც სხდომა სრულდება.

ბრედლი დილანს საიდუმლოდ შეხვდება, სადაც იგი მას გილის, მამამისისა და ბლერ უოტსონის შესახებ მოუყვება და ეუბნება, რომ შეკითხვების დასმა შეწყვიტოს და ცხოვრება გააგრძელოს. ბრედლი მას შეტყობინებებისთვის პასუხის არგაცემის გამო ეკითხება, რაზეც დილანი პასუხობს, რომ ის ნორმანს მოსწონს და არის საზღვრები, რომელთა გადაკვეთა არ შეიძლება.

როცა ნორმა ქალაქის სხდომიდან მიდის, რომერო ეუბნება, რომ ნორმანი მასთან ფოტოსურათით მივიდა. ნორმა განრისხდება, სახლში გაიქცევა და ნორმანს ეჩხუბება, რომ ბლერ უოტსონის სიკვდილით შეპყრობილია და ამის მიზეზს ვერ ხვდება. ნორმანი მას მოუყვება, რაც მოხდა: იმ ღამით იგი ბლერ უოტსონმა თავის სახლში მიიყვანა. როგორც ჩანდა, მის უოტსონი ნორმანმა მიიზიდა და ტანსაცმელს ისე იხდიდა, რომ მას დაენახა. ამ დროს ნორმანი გაითიშა და მხოლოდ ის ახსოვს, რომ სახლისკენ მირბოდა. მას სჯერა, რომ მისი წასვლის შემდეგ სახლში ვიღაც შეიჭრა და მის უოტსონი მოკლა.

ბრედლი გილის სახლში მიდის და მის შეცდენას ცდილობს, რა დროსაც ბლერ უოტსონისა და მამამისის ურთიერთობის შესახებ ეკითხება. ამის შემდეგ იგი ჩანთიდან იარაღს იღებს და გილს თავში ესვრის. პანიკაში ჩავარდნილი ბრედლი ნორმანის ოთახში შეიპარება და მას დახმარებას სთხოვს.

მსახიობები

მთავარი

მოწვევით

ასევე მონაწილეობენ

შენიშვნები

  • ამ ეპიზოდს 3.07 მლნ-მა ადამიანმა უყურა,[1] რაც მას სეზონის ყველაზე ნახვად ეპიზოდად აქცევს.

მუსიკა

მუსიკის სახელწოდება ავტორი
Lies Deap Vally
The Wire Haim
Hollywood RAC feat. Penguin Prison
Baby Ariel's Pink Haunted Graffiti
These Are Ghosts A Band Of Bees
Transcriptions Bach Prelude ალექსანდრ გინდინი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. სარა ბიბელი. (2014-03-04) Monday Cable Ratings: 'WWE Raw' Wins Night, 'Bates Motel', 'Teen Wolf', 'Single Ladies', 'Switched at Birth' & More. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-07. ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2014.