G-Funk Classics, Vol. 1 & 2 — ნეიტ დოგის სადებიუტო სტუდიური ალბომი. იგი თავდაპირველად 1996 წელს Death Row Records-ზე უნდა გამოსულიყო, მაგრამ ლეიბლის პრობლემების გამო გამოცემა 1998 წლის ზაფხულამდე გადაიდო. ამ დროისთვის დასავლეთ სანაპიროს ჰიპ-ჰოპის პოპულარობამ იკლო და ალბომი მხოლოდ Billboard 200-ის 58-ე და საუკეთესო R&B/ჰიპ-ჰოპ ალბომების ჩარტის მე-20 პოზიციამდე ავიდა. ორი სინგლი ამ ალბომიდან მოხვდა საუკეთესო 40-ეულებში - „Never Leave Me Alone“ (1996, Billboard Hot 100 - #33) და „Nobody Does It Better“ (1998, Hot 100 - #18).