„Flaming“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის მეოთხე სიმღერა სადებიუტო ალბომზე The Piper at the Gates of Dawn (1967)[2][3]
ისტორია
ეს სიმღერა დაწერა სიდ ბარეტმა. შინაარსი აგებულია ორ მეგობარს შორის ბავშვურ თამაშზე. მას შემდეგ, რაც ჯგუფს დეივიდ გილმორი შეუერთდა, სიმღერა დარჩა პროგრამაში ცოტა ხნით.
„Flaming“ იყო პინკ ფლოიდის მესამე ამერიკული სინგლი. ის ჩარტებში ვერ მოხვდა. სინგლის მონო ვერსია ცოტათი განსხვავდება ჩანაწერის სხვა სტერეო და მონო ვერსიებისგან. ეს სინგლი გამოიცა „Apples and Oranges“/„Paint Box“-ის ნაცვლად, რომელმაც ვერ მოახერხა ბრიტანულ ჩარტებში მოხვედრა.
„Flaming“ აგრეთვე იყო პირველი პინკ ფლოიდის ორი სინგლიდან, რომლებიც გამოიცა აშშ-ში Tower Records-ის ლეიბლით და არ გამოცემულა ბრიტანეთში. მეორე ასეთი სინგლი იყო „Let There Be More Light“ / „Remember a Day“.
სხვა ვერსიები
Flaming-ის პოსტ-ბარეტული შესრულების დროს წამყვან ვოკალს ასრულებდა დეივიდ გილმორი.
პერსონალი
- სიდ ბარეტი – ელექტროგიტარა, 12 სიმიანი აკუსტიკური გიტარა, წამყვანი ვოკალი, დასაქოქი სათამაშოები
- რიჩარდ რაიტი – Farfisa-ს ორგანი, ჰემონდის ორგანი, ლოურის ორგანი, პიანინო, ბეკ-ვოკალი, დასაქოქი სათამაშოები
- როჯერ უოტერსი – ბას-გიტარა, სლაიდ-სასტვენი, ბეკ-ვოკალი, დასაქოქი სათამაშოები
- ნიკ მეისონი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია, დასაქოქი სათამაშოები
სქოლიო
|
---|
| სიმღერები |
|
---|
| დაკავშირებული სტატიები | |
---|
| |
|
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| კომპილაციები | |
---|
| EP-ები | |
---|
| ბოქს-სეტები | |
---|
| საუნდტრეკები | |
---|
| სინგლები | |
---|
| ფილმები |
კონცერტები | |
---|
| მხატვრული | |
---|
| დოკუმენტური | |
---|
|
---|
| ტურნეები | |
---|
| სიები | |
---|
| დაკავშირებული მედია და პროექტები | |
---|
| დაკავშირებული თემები | |
---|
| |
|