E-Rotic — შვეიცარიულ-გერმანული ტექნო/ევროდენს დუეტი, რომელიც ცნობილია ეროტიკულ თემებზე აგებული სიმღერებით.
ისტორია
დუეტის პირველი წევრები იყვნენ ლიან ლეი და აშშ-ში დაბადებული რეპერი რაზ-მა-ტაზი (ნამდვილი სახელი: რიჩარდ მაიკლ სმიტი). ჯგუფმა თავისი არსებობა დაიწყო 1994 წელს. 1996 წლის ივნისში ორივემ ოფიციალურად დატოვა კოლექტივი, პროდიუსერ დევიდ ბრანდესთან უთანხმოების გამო. შემდეგ დუეტის ახალ შემადგენლობაში მოხვდნენ ჟანეტ კრისტენსენი და ტერენს დ'არბი (ეს არ არის ტერენს ტრენტ დ'არბი). ლიან ლი მონაწილეობდა ალბომების ჩაწერაში 1999 წლამდე, მაგრამ პარალელურად მან და რაზ-მა-ტაზმა ჩამოაყალიბეს საკუთარი ჯგუფი, სახელწოდებით S.E.X. Appeal. იმავე წლის ოქტომბერში დ'არბის მაგივრად ჯგუფში მოვიდა ჩე ჯოუნერი.
2001 წელს კრისტენსენმა დატოვა E-Rotic. მის მაგივრად მოვიდა ახალი ვოკალისტი, იასმინ ბაისალი (ჯგუფიდან Das Modul). თუმცა, მოგვიანებით, 2002 წელს ორივე წევრმა დატოვა E-Rotic. ახალი ვოკალისტი იყო ლიდია მადავიევსკი (რომელიც სტუდიურ ჩაწერაში მონაწილეობდა 1999 წლიდან), რეპ ვოკალს კი რობერტ სპეჰარი ასრულებდა. მიუხედავად ამისა, ბევრი თვლის, რომ სტუდიურ ჩანაწერებში რეპ-ვოკალს თავად პროდიუსერი, დევიდ ბრანდესი ასრულებს.
დისკოგრაფია
- სტუდიური ალბომები
სინგლები
პრომო სინგლები
რესურსები ინტერნეტში
შენიშვნები
- ↑ "Thank You for the Music"-ის შემთხვევაში E-Rotic ფრანგულ გამოცემაში მითითებულია, როგორც "Jenn and C."
- ↑ "The Winner Takes It All"-ის შემთხვევაში E-Rotic ფრანგულ გამოცემაში მითითებულია, როგორც "Jenn and C."
- ↑ „Mambo No. Sex“ გამოცემულია Kiss Me-ს გერმანულ ვერსიაში Mambo No. Sex.
- ↑ "Queen of Light" გამოცემულია ალბომზე Missing Heart-ის ალბომზე Mystery.
- ↑ "L.O.V.E. (Sex on the Beach)" გამოვიდა კრებულზე Dancemania X9.
- ↑ "Mi Amante" პრომო დისკია და შემსრულებლად მითითებილია e.R.
სქოლიო