პროფესიონალური რეიტინგებიმიმოხილვების ქულები |
---|
წყარო | რეიტინგი |
---|
Allmusic | [1] |
Concerto for Group and Orchestra — ჯონ ლორდის მიერ დაწერილი კონცერტი, იენ გილანის ტექსტებით. იგი მძიმე როკ-ჯგუფ Deep Purple-მა სამეფო ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად შეარსულა როიალ ალბერტ ჰოლში (დირიჟორი - მალკოლმ არნოლდი) 1969 წელს. ეს იყო პირველი ალბომი, რომელშიც ჯგუფის ვოკალისტი იენ გილანი მღეროდა. კონცერტი DVD ფორმატში 2003 წელს გამოვიდა.
მუსიკალური ფორმა
მთლიანობაში ეს გამოსვლა მასშტაბური კონცერტის, საკონცერტო სიმფონიისა და ორკესტრული სიმფონიის სახეს ატარებს:
- პირველი განყოფილება (მოდერატო - ალეგრო: ჯგუფიც და ორკესტრიც ასრულებენ ცალ-ცალკე. თითოეული, თავის მხრივ, ცდილობს მთავარი თემის საკუთარი ვერსიის წარმოდგენას.
- მეორე განყოფილება (ანდანტე), იენ გილანის ტექსტებით გაჯერებული ნაწილი. აქ ჯგუფი უფრო აქტიურად ერწყმის ორკესტრის ჟღერადობას.
- მესამე განყოფილება (ვივაჩე - პრესტო): რომ არ ჩავთვალოთ იენ პეისის პარტიები, ბალანსი ჯგუფსა და ორკესტრს შორის თანაბარია და მათი გარჩევა თითქმის შეუძლებელია.
გამოცემები
გრამფირფიტა
აქ შეტანილი იყო თავად კონცერტი, ორ ნაწილად დაყოფილ მეორე განყოფილებით.
აუდიო დისკი
1990-იანებში გამოიცა CD ამ კონცერტის ჩანაწერით, რასაც დაემატა Wring That Neck და Child in Time, რომელიც იმავე კონცერტზე ჩაიწერა, 1969 წელს.
DVD დისკი
2003 წელის კომპანიამ EMI გამოსცა ალბომის DVD-აუდიო ვერსია, რომელშიც შეტანილი იქნა ყველა კომპოზიცია, რომელიც ჯგუფმა დაუკრა 1969 წელს.
- სახელმწიფო ფილარმონიული ორკესტრი მალკოლმ არნოლდის ხელმძღვანელობით
- მალკოლმ არნოლდის 6ე სიმფონია, ოპუსი 95
- 1 განყოფილება: ენერგიკო - 9 : 19
- 2 განყოფილება: ლენტო - 8 : 52
- 3 განყოფილება: კონ ფუოკო - 7 : 02
- Deep Purple:
- Deep Purple და სახელმწიფო ფილარმონიული ორკესტრი მალკოლმ არნოლდის ხელმძღვანელობით
- კონცერტი ჯგუფისა და ორკესტრისთვის:
- პირველი განყოფილება: მოდერატო-ალეგრო (ჯონ ლორდი) - 19 : 23
- მეორე განყოფილება: ანდანტე (ჯონ ლორდი; ტექსტი: იენ გილანი) - 19 : 11
- მესამე განყოფილება: ვივაჩე-პრესტო (ჯონ ლორდი) - 13 : 09
- ბისზე - მესამე განყოფილება: ვივაჩე - პრესტო (ნაწყვეტი) (ჯონ ლორდი) - 5 : 53
1999 წლის შესრულება და ჩანაწერი
1999 წლის 26 და 27 სექტემბერს, პირველი შესრულებიდან 30 წლის შემდეგ, „კონცერტი ჯგუფისა და ორკესტრისთვის“ პირველად შესრულდა Deep Purple-ის მიერ, როიალ ალბერტ ჰოლში.
კონცერტის ჩანაწერი გამოიცა ორმაგ CD-სა და ვიდეოფილმის სახით, სახელწოდებით In Concert with the London Symphony Orchestra.
2006 წლის ვერსია
2006 წლის ივლისში, ჰენლის ფესტივალზე შესრულდა ნაწარმოების კიდევ ერთი ვერსია.
2007 წლის ვერსია
2007 წლის 7 ოქტომბერს მალკოლმ არნოლდის ფესტივალზე, ნორთჰემპტონში, შესრულდა არნოლდის მეექვსე სიმფონია და ჯონ ლორდის MAsque, რომელიც მიეძღვნა მის მეგობარს.
პერსონალი
სქოლიო
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| კომპილაციები | |
---|
| სინგლები და სხვა სიმღერები | |
---|
| ვიდეოგრაფია | |
---|
| ტურნეები | |
---|
| დაკავშირებული შემსრულებლები | |
---|
| დაკავშირებული სტატიები | |
---|
|