„Billie Jean“ — ამერიკელი მომღერალ მაიკლ ჯექსონის სიმღერა, შეტანილი მის ალბომში Thriller. ეს არის ალბომის მეორე სინგლი, გამოცემული 1983 წლის 2 იანვარს.
სიმღერა ცნობილია როგორც ბას-გიტარის გამოკვეთილი პარტიით და ენერგიული საცეკვაო რითმით, ასევე მუსიკალური ვიდეოთ, რომელიც სტივ ბერონმა გადაიღო.
ჯექსონის ავტობიოგრაფიაში წერია, რომ ეს სიმღერა ეხება გრუპი-გოგონებს[1] , რომლებიც მუსიკოსებს დაჰყვებიან გართობის მიზნით. მაიკლის ბიოგრაფ ჯ. ტარაბორელის თქმით, აქ საუბარია 1981 წლის რეალურ ისტორიაზე - როდესაც ერთ-ერთმა ქალმა მისწერა მაიკლს, რომ ის მისი ერთ-ერთი ტყუპისცალის მამა იყო.[3]
ლეიბლის Motown 25-ე იუბილეზე მაიკლი ამ სიმღერის შესრულებისას გამოვიდა თავისი შემდგომში ლეგენდად ქცეული ცეკვით Moonwalk.
სიმღერების სია
- კომპილაცია Visionary
- Billie Jean - 4:54
- Billie Jean (12" ვერსია) - 6:24
- Billie Jean (მუსიკალური ვიდეო) - 4:56
- 12"
- Billie Jean (12" ვერსია) - 6:24
- Billie Jean (ინსტრუმენტული) - 6:24
- 7" (აშშ)
- Billie Jean - 4:54
- Can't get Outta the Rain- 4:10
- 7" (ბრიტანეთი)
- Billie Jean - 4:54
- It's The Falling In Love - 3:49
სქოლიო