|
„Aqualung არ იყო კონცეპტუალური ალბომი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ასე ჩათვალა. იდეა აღებულია ჩემი მეუღლის მიერ გადაღებული ფოტოგრაფიიდან, რომელზეც აღბეჭდილი იყო მაწანწალა ლონდონიდან. ძალიან შემეცოდა ისინი, მაგრამ მათ დანახვაზე ასევე ვგრძნობდი შიშს და დაუცველობას. და ვფიქრობ, ყველაფერი ეს შეერწყა უსახლკარო რომანტიკულ პიროვნებას, რომელიც თავისუფალი სულის მატარებელია, მაგრამ არ შეუძლია საზოგადოებაში არსებულ წესებში ჩაჯდომა
ასე რომ, ამ ფოტოგრაფიის გავლენით დავიწყე სიმღერის ტექსტის წერა. მახსოვს ლოს-ანჯელესის სასტუმროში როგორ ვიჯექი, ვაწყობდი აკორდების სტრუქტურას სხვადასხვა კუპლეტისათვის. საკმაოდ დიდი წვალებით მიღებული აკორდებია, მაგრამ აქეთ-იქით უნდა გადაგესვა და სიმღერის უფრო მისაღები აკუსტიკური სექცია მიგეღო.“
|