All You Need Is Now
All You Need Is Now — ინგლისური როკ-ჯგუფ Duran Duran-ის მეცამეტე სტუდიური ალბომი. იგი ციფრულად გამოვიდა 2010 წლის 21 დეკემბერს, მაღაზიის iTunes მეშვეობით. ფიზიკური დისკი, შემდგარი 12 სიმღერისგან, კომპაქტ დისკისა და ვინილის ფირფიტის (ასევე სპეციალური გამოცემების) სახით გამოვიდა 2011 წლის თებერვალში. ალბომის პროდიუსერია გრემის მფლობელი მარკ რონსონი (ემი უაინჰაუსი, ბიორკი, No Doubt). All You Need Is Now, ჯგუფის თქმით, არის მათი საუკეთესო დისკი, გამოცემული უკანასკნელი 20 წლის მანძილზე და დაბრუნება მისთვის დამახასიათებელ ჟღერადობასთან.
კრიტიკოსთა შეფასება
All You Need Is Now ამჟამად Metacritic-ის მიერ შეფასებულია 100-დან 79 ქულით, ეყრდნობა რა ძირითადად დადებით შეფასებებს.[12] Pop Matters წერს ეს არის Duran Duran-ის საუკეთესო ალბომი Rio-ს შემდეგ და ალბომს 10-დან 9 ქულას ანიჭებს.[13] Rolling Stone-ის შეფასება შემოიფარგლება ხუთიდან 3.5 ქულით - მარკ რონსონის პროდიუსერობით ჩაწერილი მეცამეტე ალბომი არის დაბრუნება ჯგუფის ფესვებში - ეს არის ალბომის ხიბლი.[14] სარა როდმანი გამოცემიდან The Boston Globe წერს: საიმონ ლებონის კვლავ ენერგიული ხმა ლივლივებს მძლავრ ფანკურ ფონებზე, ხოლო რითმი ჯგუფის უკანასკნელი წლების შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.[15] 2011 წლის მარტში ჟურნალმა Mojo ალბომს მიანიჭა 5-დან 4 ქულა (ანუ 'ბრწყინვალე'-ს სტატუსი) და წერდა: აიღეთ Roxy Music, დაუმატეთ Kraftwerk და ოდნავ Chic დააწვეთეთ - შედეგია Duran Duran.
სინგლები
- All You Need Is Now გამოვიდა, როგორც ალბომის პირველი სინგლი. iTunes-ზე უფასო ჩამოტვირთვის სახით იგი 2010 წლის 8 დეკემბერს გამოჩნდა. მისი მუსიკალური ვიდეოს რეჟისორია ნიკ იგენი. ასევე გამოიცა სიმღერის რემიქსები.
სიმღერების სია
ყველა სიმღერის ავტორები: Duran Duran და დომინიკ ბრაუნი, გარდა მითითებულისა.
|
|
1. | „All You Need Is Now“ | Duran Duran, მარკ რონსონი, დომინიკ ბრაუნი | 4:34 | 2. | „Blame the Machines“ | Duran Duran, ბრაუნი | 4:11 | 3. | „Being Followed“ | Duran Duran, ბრაუნი | 3:47 | 4. | „Leave a Light On“ | Duran Duran, ბრაუნი | 4:36 | 5. | „Safe (In the Heat of the Moment)“ (დამატებითი ვოკალი: ანა მატრონიკი) | Duran Duran, ანა მატრონიკი, რონსონი, ბრაუნი | 3:59 | 6. | „Girl Panic!“ | Duran Duran, რონსონი, ბრაუნი | 4:31 | 7. | „The Man Who Stole a Leopard“ (დამატებითი ვოკალი: კელისი) | Duran Duran | 6:13 | 8. | „Runway Runaway“ | Duran Duran, ბრაუნი | 3:04 | 9. | „Before the Rain“ | Duran Duran | 4:12 |
|
|
1. | „All You Need Is Now“ | Duran Duran, რონსონი, ბრაუნი | 4:34 | 2. | „Blame the Machines“ | Duran Duran, ბრაუნი | 4:11 | 3. | „Being Followed“ | Duran Duran, ბრაუნი | 3:47 | 4. | „Leave a Light On“ | Duran Duran, ბრაუნი | 4:36 | 5. | „Safe (In the Heat of the Moment)“ (დამატებითი ვოკალი: ანა მატრონიკი) | Duran Duran, ანა მატრონიკი, რონსონი, ბრაუნი | 3:59 | 6. | „Girl Panic!“ | Duran Duran, რონსონი, ბრაუნი | 4:31 | 7. | „Diamond In the Mind“ | Duran Duran, ბრაუნი | 1:15 | 8. | „The Man Who Stole a Leopard“ (დამატებითი ვოკალი: კელისი) | Duran Duran | 6:13 | 9. | „Other People's Lives“ | Duran Duran, ბრაუნი | 3:43 | 10. | „Mediterranea“ | Duran Duran, ბრაუნი | 5:38 | 11. | „Too Bad You're So Beautiful“ | Duran Duran, ბრაუნი, ნიკ ჰოჯსონი | 4:54 | 12. | „Runway Runaway“ | Duran Duran, ბრაუნი | 3:04 | 13. | „Return to Now“ | Duran Duran, ბრაუნი | 1:33 | 14. | „Before the Rain“ | Duran Duran | 4:12 |
|
|
15. | „Networker Nation“ | Duran Duran, ბრაუნი | 3:10 | 16. | „All You Need Is Now“ (Youth Kills Mix) | Duran Duran, რონსონი, ბრაუნი | 4:55 |
|
|
15. | „Networker Nation“ | Duran Duran, ბრაუნი | 3:10 |
|
|
16. | „Early Summer Nerves“ | დომინიკ ბრაუნი, Duran Duran | 3:04 | 17. | „Too Close to the Sun“ | | 5:16 | 18. | „This Lost Weekend“ | | 3:12 |
შენიშვნა: დისკში From Mediterranea with Love და 14 სიმღერიან CD/გრამფირფიტაზე გამოსული სიმღერები ასევე გამოიცა 2011 წლის მარტში.
ჯონ ტეილორი, სიმღერაზე The Man Who Stole A Leopard საუბრისას აღნიშნავდა, რომ ოუენ პელეტმა დაწერა 2 ინსტრუმენტული კომპოზიცია. ორივე გამოიცა ალბომის საბოლოო ვერსიაში, რომელიც 14 სიმღერისგან შედგება.
პერსონალი
- ასევე
- დომინიკ ბრაუნი – გიტარა
- ნინა ჰოსენი - ვოკალი, საუბარი (სიმღერა 2, 7)
- ანა როსი - დამატებითი ვოკალი (სიმღერა 3)
- ჯემი უოლტონი - ჩელო (სიმღერები 3, 9)
- მარკ რონსონი - გიტარა (დამატებითი) (სიმღერა 4)
- ანა მატრონიკი - ვოკალი, რეპი (სიმღერა 5)
- ტავია - დამატებითი ვოკალი (სიმღერა 5)
- კელისი - ვოკალი (სიმღერა 7)
- ოუენ პელეტი - სიმებიანი ინსტრუმენტების არანჟირება, დირიჟორი (სიმღერა 7)
- წმ. კიტსის სახელობის სიმებიანი ოქტეტი - სიმებიანი ინსტრუმენტები (სიმღერა 7)
სხვა პერსონალი
ავტორები
ყველა სიმღერის ავტორია Duran Duran და:
- დომინიკ ბრაუნი (სიმღერები 1-6, 8)
- მარკ რონსონი (სიმღერები 1, 5, 6)
- ანა მატრონიკი (სიმღერა 5)
- ნიკ ჰოჯსონი (სიმღერა 11)
ჩარტები
სქოლიო
|
|