1905 წლის რევოლუციის ხსოვნა (რუს. В память о революции 1905 года) — ძეგლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მდებარეობს ქარხნის ქუჩისა და ოსიპენკოს ქუჩის გადაკვეთაზე[1]. როსტოვის საოლქო საბჭოს 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 ბრძანების მიხედვით შეტანილია რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
მისამართი: ტაგანროგი, ოსიპენკოს ქუჩა.
ძეგლი
ძეგლი წარმოადგენდა დაბალ კვარცხლბეკზე მდგარი ძველი მილსაგლინავი აგრეგატის გალს (კაბინას). აღნიშნულ გალზე დაკიდებული იყო მემორიალური დაფა წარწერით:
|
„აქ, 1905 წლის 17 დეკემბერს გაიმართა მეტალურგიული და საქვაბე საამქროს ქარხნების მუშათა შეიარაღებული შეტაკება პოლიციასთან [1][2].“
|
|
|
ისტორია
ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა 1926 წლის 30 დეკემბერს[1]. ძეგლის შესახებ მოგვითხრობდა მემორიალური დაფა, რომელზეც იყო წარწერა შემდეგი ტექსტით:
|
„მემორიალური დაფა ტაგანროგელი პროლეტარიატის მებრძოლი ფენის პატივსაცემად, რომლებიც ებრძოდნენ კონტრევოლუციონერებს 1918 წლის 30 (17) იანვარს [1].“
|
|
|
აღნიშნული მემორიალური დაფა ჩამოხსნეს გერმანელთა ოკუპაციის პერიოდში (1941-1943 წწ.). ქალაქის გათავისუფლების შემდეგ ჩამოკიდეს ახალი მემორიალური დაფა, მაგრამ შეცვლილი ტექსტით ახალი ტექსტი უკვე მოგვითხრობდა 1905 წლის მოვლენების შესახებ[1].
როსტოვის ოლქის მცირე საბჭოს 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 გადაწყვეტილებით 1905 წლის რევოლუციის ხსოვნის ძეგლს მიენიჭა ისტორიის ძეგლის სტატუსი სახელწოდებით „მეტლურგიული და საქავაბე საამქროს მუშების პოლიციასთან შეტაკების ადგილი“. რუსეთის ფედერაციის კულტურული ობიექტების რეესტრში ძეგლი რეგისტრირებულია ნომრით 6101167000.
სქოლიო