ჰაჯი I გირეი (ყირიმ. I Haci Geray, ۱خاجى كراى; დ. ტრაკაი, ლიეტუვა, 1397 — გ. 1466) ყირიმის ხანი 1441–1466 წლებში, ყირიმის სახანოს დამაარსებელი, გირეის დინასტიის ფუძემდებელი, ჩინგიზ-ყაენის შთამომავალი ჯუჩის შტოდან. 1434[1] წელს ჰაჯი გირეიმ დაამარცხა გენუელი ვაჭრების ჯარი, მაგრამ შინაბრძოლების შედეგად ყირიმიდან განდევნილი ლიეტუვაში გაიქცა. ლიეტუვის დიდი მთავრის, კაზიმირ IV-ისა და თათარ წარჩინებულთა მხარდაჭერით ჰაჯი-გირეი 1441 წელს ყირიმის ხანად გამოაცხადეს. საგარეო პოლიტიკის საკითხებში ლიეტუვის ორიენტაციისა იყო. ჰაჯი გირეის მმართველობის პერიოდში ყირიმის სახანოში სუფევდა სიმშვიდე, რაც მისი მემკვიდრეების დროს შეუძლებლად ითვლებოდა. გარდაიცვალა 1466 წელს. ჰაჯის შემდეგ ხანი გახდა მისი უფროსი ვაჟი, ნურ-დევლეთ გირეი.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
სქოლიო
- ↑ Istvan Vasary in The Crimean Khanate between East and West, 2012, p15
|
---|
| XV საუკუნე | | |
---|
| XVI საუკუნე | |
---|
| XVII საუკუნე | |
---|
| XVIII საუკუნე | |
---|
|