ისლამ III გირეი (ყირიმ. III İslâm Geray, اسلام كراى; დ. 1604 — ბახჩისარაი, ყირიმის სახანო, 10 ივლისი, 1654) — ყირიმის ხანი 1644–1654 წლებში, სელამეთ I გირეის ვაჟი.
ბიოგრაფია
ისლამი აღიზარდა სტამბოლში, სულთან აჰმედ I-ის კარზე. 1629 წლიდან 1632 წლამდე ტყვეობაში იმყოფებოდა პოლონეთში.[1] უფროსი ძმის, ბაჰადირ I გირეის დროს დანიშნული იყო კალგად, თუმცა ბაჰადირის გარდაცვალების შემდეგ ოსმალებმა ყირიმის ხანად მისი უმცროსი ძმა, მეჰმედ IV გირეი დაამტკიცეს, თავად ისლამი კი სტამბოლში გაიხმეს მძევლად.
1644 წელს ოსმალებმა მეჰმედ IV-ს ხანის ტიტული ჩამოართვეს და მის ნაცვლად სწორედ ისლამი დანიშნეს. ისლამ III თავისი 10 წლიანი მმართველობისას უამრავჯერ გაებრძოლა პოლონელებსა და რუს კაზაკებს. ეხმარებოდა ზაპოროჟიელებს პოლონეთის წინააღმდეგ წამოწყებული ხმელნიცკის აჯანყების დროს. თავად ედგა სათავეში ხმელნიცკისთან ერთად უკრაინელებისა და ყირიმელი თათრების ჯარებს. 1654 წელს, მიუხედავად მისი დიდი გარჯისა, კაზაკებმა მაინც აღიარეს რუსეთის სამეფოს უზენაესობა, რამაც გამოიწვმია რუსეთსა და პოლონეთს შორის ომი.[2] ისლამ გირეი გარდაიცვალა იმავე წელს. მის შემდეგ ყირიმის ხანად ისევ მეჰმედი დაინიშნა.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- Гайворонский Алексей. Созвездие Гераев. — Симферополь, 2003 г.
სქოლიო
- ↑ Gaivoronsky, says he was captured by the Poles circa 1629 (p 168) and released circa 1632 (p 179), but spent 'five years' in Polish captivity (p. 233). The Russian Wikipedia has him in Polish captivity from 1629 to 1636 and then go to Turkey.
- ↑ Brian L. Davies, Warfare, State and Society on the Black Sea Steppe, 2007, page 105
|
---|
| XV საუკუნე | | |
---|
| XVI საუკუნე | |
---|
| XVII საუკუნე | |
---|
| XVIII საუკუნე | |
---|
|