ჰარიეტ ბიჩერ სტოუ

ჰარიეტ ბიჩერ სტოუ
ინგლ. Harriet Beecher
დაბადების თარიღი 14 ივნისი, 1811(1811-06-14)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16]
დაბადების ადგილი ლიჩფილდი[17] [6] [18]
გარდაცვალების თარიღი 1 ივლისი, 1896(1896-07-01)[1] [2] [3] [4] [5] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [15] [16] (85 წლის)
გარდაცვალების ადგილი ჰარტფორდი[19]
დასაფლავებულია Phillips Academy Cemetery
საქმიანობა რომანისტი[17] , პოეტი, საბავშვო მწერალი, ნოველისტი, მწერალი[15] [20] [21] , abolitionist[22] და ესეისტი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა აშშ[6] [2]
ალმა-მატერი Hartford Female Seminary
ჟანრი tale
Magnum opus ბიძია თომას ქოხი[17] , ბიძია თომას ქოხის გასაღები[17] , დრედი: წყეული ჭაობის ისტორია[17] და Still, Still with Thee
ჯილდოები ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[23] , კონექტიკუტის ქალების დიდების დარბაზი[24] , ოჰაიოს ქალთა დიდების დარბაზი[25] და „გამოჩენილი ამერიკელების“ სერია
მეუღლე კელვინ ელის სტოუ
შვილ(ებ)ი Charles Edward Stowe
ხელმოწერა
საიტი harrietbeecherstowecenter.org

ჰარიეტ ბიჩერ სტოუ (ინგლ. Harriet Beecher Stowe; დ. 14 ივნისი, 1811 — გ. 1 ივლისი, 1896) — ამერიკელი აბოლიციონისტი და მწერალი. მისმა რომანმა ბიძია თომას ქოხი (1852), რომელიც აღწერს აფრო-ამერიკელების მაშინდელ მონურ ცხოვრებას, ძალიან დიდი პოპულარობა და გავლენა ჰპოვა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე გაერთიანებულ სამეფოში. ამ რომანმა შტატების ჩრდილოეთ ნაწილში, ძალიან დიდი სტიმული მისცა მონობის წინააღმდეგ მებრძოლთა ძალებს, რამაც შტატების სამხრეთ ნაწილში საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. მის კალამს ეკუთვნის 20-ზე მეტი წიგნი, რომელიც მოიცავს რომანებს, სამოგზაურო მემუარებს და სტატიებისა და წერილების კოლექციას.

ბიოგრაფია

ჰარიეტ ელიზაბეტ ბიჩერი დაიბადა ლიჩფილდში 14 ივნისს, 1811 წელს.[26] ის 13-დან მეშვიდე შვილი იყო ოჯახში.[27] მისი მამა, განთქმული რელიგიური ლიდერი ლიმან ბიჩერი იყო, ხოლო დედა, როქსანა ფუტი, ასევე ღრმად რელიგიური ქალბატონი, რომელიც გარდაიცვალა მაშინ, როცა სტოუ მხოლოდ ხუთი წლის იყო. მისი და ეკატერინე ბიჩერი, იყო ცნობილი განმანათლებელი და მწერალი. მისი დედმამიშვილები იყვნენ ჰენრი ვორდ ბიჩერი, ჩარლზ ბიჩერი, და ედვარდ ბიჩერი.

ჰარიეტი ჩაირიცხა სემინარიაში (გოგონათა სკოლა), რომელსაც ხელმძღვანელობდა მისი და ეკატერინე, სადაც მიიღო ტრადიციულად „კაცების“ კლასიკური განათლება, რომელიც მოიცავდა ენებისა და მათემატიკის შესწავლას. მის კლასელთა შორის იყო სარა პ. ვილისი, რომელიც შემდგომში ფანი ფერნის ფსევდონიმით წერდა.[28] 21 წლის ასაკში იგი ცინცინატიში (ოჰაიო) გადავიდა მამასთან, რომელიც ლეინის თეოლოგიური სემინარიის პრეზიდენტი გამხდარიყო.

აქვე გაწევრიანდა ლიტერატურულ სალონსა და საზოგადოებრივ კლუბში, რომლის წევრებიც იყვნენ ბიჩერის დები, კაროლინ ლი ჰენცი, სალმონ პ. ჩეიზი, ემილი ბლექვილი და სხვ.[29] სწორედ ამ კლუბში გაიცნო მან მისი მომავალი მეუღლე კალვინ ელის სტოუ, სემინარიის პროფესორი. ისინი დაქორწინდნენ 1836 წლის 6 იანვარს.[30] კალვინი იყო მგზნებარე მოწინააღმდეგე მონობისა და სტოუები ერთად უწევდნენ დახმარებას რამდენიმე გაქცეულ მონებს, რომლებიც მიწისქვეშა რკინიგზაზე დროებით იყვნენ თავშეფარებულნი. მათ სულ 7 შვილი ეყოლათ, რომელთა შორისაც იყვნენ ტყუპი ქალიშვილები.

„ბიძია თომას ქოხი“ და სამოქალაქო ომი

ჰარიეტ ბიჩერ სტოუ ახალგაზრდობაში, 1853.

1850 წელს, კონგრესმა გამოსცა კანონი გაქცეული მონების შესახებ, რომელიც კრძალავადა მათ დახმარებას. ამ დროს, იგი ოჯახთან ერთად უკვე გადასული იყო სახლში, რომელიც მდებარეობდა ბოუდინის კოლეჯის კამპუსში, სადაც მისი ქმარი მასწავლებლად მუშაობდა. 1850 წლის 9 მარტს, სტოუმ წერილი მისწერა გამალიელ ბეილის , რომელიც რედაქტორობდა ყოველკვირეულ ანტი-მონურ ჟურნალს „National Era“, სადაც იტყობინებოდა, რომ მონათა პრობლემების შესახებ აპირებდა წერას: „მე ვგრძნობ რომ დროა უკვე, როდესაც თუნდაც ქალს თუ ბავშვს, რომელსაც ერთი სიტყვის თქმა შეუძლია თავისუფლებისა და ჰუმანურობისთვის, ხამს რომ ილაპარაკოს... ვიმედოვნებ, თითოეული ქალი, რომელსაც შეუძლია წერა, აღარ გაჩუმდება.“[31] ცოტა ხნის შემდეგ, 1851 წლის ივნისში, როდესაც იგი 40 წლის იყო, მისი სტამბაში პირველად ჩაშვებული რომანის „ბიძია თომას ქოხის“ გამოქვეყნება სწორედ “National Era”-ში ხდებოდა. რომანის თავდაპირველი სათაური იყო "The Man That Was A Thing", თუმცა მალევე შეცვალა სათაურით "Life Among the Lowly".[26] რომანის ნაწყვეტები 1851 წლის 5 ივნისიდან 1852 წლის 1 აპრიალმდე ყოველკვირეულად ქვეყნდებოდა.[31] „ბიძია თომას ქოხი“ წიგნად 1852 წლის 20 მარტს დაიბეჭდა ჯონ პ. ჯუიტის მიერ, საწყისი ტირაჟით 5000 ეგზემპლარად.[32] თითოეული მისი ორი ტომი მოიცავდა სამ ილუსტრაციას და თავფურცელს, რომლის დიზაინიც ჰამატ ბილინგს ეკუთვნოდა.[33] წელიწადზე ნაკლებ დროში, წიგნის უპრეცედენტო სამასი ათასი ეგზემპლარი იქნა გაყიდული.[34] დეკემბრისთვის, როდესაც გაყიდვებმა იკლო, ჯუიტიმ წიგნი შემცირებულ ფასებში, თითოეული გამოცემა 37 1/2 ცენტად გამოსცა, რათა უფრო მეტ ადამიანს შესძლებოდა წიგნის შეძენა.[35] წიგნში მონების სიდუხჭირის ემოციურმა ასახვამ დიდი ყურადღება მიიპყრო მთელს ქვეყანაში. მან კიდევ უფრო გაამწვავა დებატები მონობის გაუქმების შესახებ და გამოიწვია მთელი რიგი წინააღმდეგობები სამხრეთში. წელიწადის განმავლობაში მარტო ბოსტონში 300 ბავშვს „ევა დაარქვეს. ამავე წელს, წიგნის მიხედვით ნიუ იორკში გაიხნსა წარმოდგენაც.[36] სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, სტოუ ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც 1832 წლის 25 ნოემბერს პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნს შეხვდა.[37] ლეგენდის მიხედვით, მასთან შეხვედრისას, პრეზიდენტი მას შემდეგი სიტყვებით მიესალმა: „ე.ი. თქვენ ბრძანდებით ის პატარა ქალბატონი, რომელმაც დაწერა ის წიგნი, რომელმაც დაიწყო ეს დიადი ომი.“[38] სინამდვილეში ამ შეხვედრის შესახებ, ცოტა რამ არის ცნობილი. სტოუს ქალიშვილი ჰატი წერდა: „ძალიან მხიარული იყო დრო, რომელსაც ჩვენ თეთრ სახლში ვატარებდით, გარწმუნებთ... მხოლოდ იმას ვიტყვი ახლა, რომ ძალიან სასაცილო იყო - და ჩვენ მუდამ მზად ვიყავით სულ გვეხარხარა.“[39] თვითონ სტოუს წერილი ქმრისადმი, თანამბრად ორაზროვანია: „ძალიან მხიარული ინტერვიუ მქონდა პრეზიდენტთან.“[39]

შემდგომი წლები

1870 წელს, სტოუს ძმა ჰენრი ვორდ ბიჩერი, მეუღლის ღალატში დაადანაშაულეს, რაც ქვეყანაში სკანდალის მიზეზი გახდა. სტოუმ, ვერ აიტანა მისი ძმის მიმართ საზოგადოების მხირდან არსებული შემოტევები და ფლორიდაში გაიქცა, თუმცა ოჯახის წევრებს სთხოვდა გამოეგზავნათ მისთვის საგაზეთო მოხსენებები.[40] ამ საქმესთან დაკავშირებით, მიუხედავად ყველაფრისა, იგი ლოილაურად იყო კვლავ განწყობილი მისი ძმის მიმართ და სჯეროდა მისი უდანაშაულობა.[41]

ქალბატონი სტოუ იყო ჰარტფორდის ხელოვნების სკოლის ერთ-ერთი თანადამფუძნებელთაგანი, რომელიც შემდეგში ჰარტფორდის უნივერსიტეტის შემადგენელი ნაწილი გახდა. სტოუ გარდაიცვალა 1896 წლის 1 ივლისს, 85 წლის ასაკში ჰარტფორდში, კონექტიკუტი.

დაკრძალულია ფილიფსის აკადემიის ისტორიულ სასაფლაოზე, ანდოვერში, მასაჩუსეთსი.

მემკვიდრეობა

ჰარიეტ ბიჩერ სტოუს სახლი ცინცინატიში, ოჰაიო.
ბრენდა პუტნამის მიერ შესრულებული ბიუსტი, დიდების დარბაზში.

ღირსშესანიშნაობები

უამრავი ღირსშესანიშნაობანი არის მიძღვნილი ჰარიეტ ბიჩერ სტოუს ხსოვნაზე, რომლებიც ქვეყნის სხვადასსხვა ტერიტორიაზე მდებარეობენ, რომელთა შორისაა ოჰაიო, ფლორიდა, მეინი და კონექტიკუტი. ეს ღირსშესანიშნავი ტერიტორიები წარმოადგენენ სხვადასხვა პერიოდებს ბიჩერის ცხოვრებიდან, როგორიცაა მამამისის სახლი, სადაც იგი გაიზარდა და დაწერა მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები.

ჰარიეტ ბიჩერ სტოუს სახლი ცინცინატიში არის მისი მამის, ლიმან ბიჩერის ყოფილი სახლი, რომელიც ლეინის სემინარიის ყოფილ კამპუსში მდებარეობდა. ჰარიეტი აქ დაქორწინებამდე ცხოვრობდა. იგი საჯაროა და წარმოადგენს ისტორიულ და კულტურულ ტერიტორიას, რომელიც ეხება ჰარიეტ ბიჩერის აქ ცხოვრებას, ლეინის სემინარიას და მიწისქვეშა რკინიგზას. ტერიტორია ასევე წარმოადგენს აფრო-ამერიკელების ისტორიის ნაწილს.[42] ჰარიეტ ბიჩერ სტოუს სახლი ბრუნსვიკში არის ადგილი, სადაც მან „ბიძია თომას ქოხი“ დაწერა. მისი ქმარი თეოლოგიას ასწავლიდა ბოუდინის კოლეჯის მახლობლად და ის ხშირად იწვევდა კოლეჯის სტუდენტებს, რომელთაც უკითხავდა და მათთან ერთად განიხილავდა ნაწარმოების თავებს პუბლიკაციამდე. ამ სტუდენტებს შორის იყო სამოქალაქო ომის მომავალი გენერალი, ჯოშუა ჩემბერლენი, რომელმაც შემდეგში ამ ომის გარემოება აღწერა.

2001 წელს ბოუდინის კოლეჯმა ეს სახლი, მასზე ახლად მიშენებულ შენობასთან ერთად შეისყიდა და გამოყო მნიშვნელოვანი თანხა ამ სახლის რესტავრაციისთვის. იგი საზოგაოებისთვის არ არის ღია.

ნაწარმოებების არასრული სია

როგორც კრისტოფერ კროუფილდი

  • House and Home Papers (1865)
  • Little Foxes (1866)

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 IMSLP — 2006.
  6. 6.0 6.1 6.2 http://web.archive.org/web/20170323042012/http://jeugdliteratuur.org/auteurs/harriet-beecherstowe
  7. 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  8. 8.0 8.1 filmportal.de — 2005.
  9. 9.0 9.1 FemBio database
  10. 10.0 10.1 BD Gest'
  11. 11.0 11.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  12. 12.0 12.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  13. 13.0 13.1 GeneaStar
  14. Babelio — 2007.
  15. 15.0 15.1 15.2 The Fine Art Archive — 2003.
  16. 16.0 16.1 ПроДетЛит — 2019.
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 17.4 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 1036.
  18. https://en.wikisource.org/wiki/Woman_of_the_Century/Harriet_Beecher_Stowe
  19. Deutsche Nationalbibliothek Record #118618784 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  20. Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  21. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  22. https://ohiohistorycentral.org/w/Harriet_B._Stowe
  23. https://www.womenofthehall.org/inductee/harriet-beecher-stowe/
  24. https://www.cwhf.org/inductees/harriet-beecher-stowe
  25. https://www.ohiohistory.org/research/archives-library/state-archives/ohio-womens-hall-of-fame/
  26. 26.0 26.1 McFarland, Philip. Loves of Harriet Beecher Stowe. New York: Grove Press, 2007: 112. ISBN 978-0-8021-4390-7
  27. Hedrick, Joan (1994). Harriet Beecher Stowe: a Life. Oxford University Press, გვ. 6. ISBN 0-19-506639-1. ციტირების თარიღი: 30-Jun-2011. 
  28. Warren, Joyce W. Fanny Fern: An Independent Woman. New Brunswick, NJ: Rutgers University Press, 1992: 21. ISBN 0-8135-1763-X
  29. Tonkovic, Nicole. Domesticity with a difference: The Nonfiction of Catharine Beecher, Sarah J. Hale, Fanny Fern, and Margaret Fuller. University Press of Mississippi, 1997: 12. ISBN 0-87805-993-8
  30. McFarland, Philip. Loves of Harriet Beecher Stowe. New York: Grove Press, 2007: 21. ISBN 978-0-8021-4390-7
  31. 31.0 31.1 Hedrick, Joan D. Harriet Beecher Stowe: A Life. New York: Oxford University Press, 1995: 208. ISBN 9780195096392208
  32. McFarland, Philip. Loves of Harriet Beecher Stowe. New York: Grove Press, 2007: 80–81. ISBN 978-0-8021-4390-7
  33. Parfait, Claire. The Publishing History of Uncle Tom's Cabin, 1852–2002. Ashgate Publishing, Ltd., 2007: 71–72. ISBN 978-0-7546-5514-5
  34. Morgan, Jo-Ann. Uncle Tom's Cabin As Visual Culture. University of Missouri Press, 2007: 136–137. ISBN 978-0-8262-1715-8
  35. Parfait, Claire. The Publishing History of Uncle Tom's Cabin, 1852–2002. Ashgate Publishing, Ltd., 2007: 78. ISBN 978-0-7546-5514-5
  36. Morgan, Jo-Ann. Uncle Tom's Cabin As Visual Culture. University of Missouri Press, 2007: 137. ISBN 978-0-8262-1715-8
  37. McFarland, Philip. Loves of Harriet Beecher Stowe. New York: Grove Press, 2007: 163. ISBN 978-0-8021-4390-7
  38. Bennett, William John. America: From the Age of Discovery to a World at War, 1492-1914. Thomas Nelson Inc, 2006: 284. ISBN 978-1-59555-055-2
  39. 39.0 39.1 Hedrick, Joan D. Harriet Beecher Stowe: A Life. New York: Oxford University Press, 1995: 306. ISBN 9780195096392208
  40. Applegate, Debby. The Most Famous Man in America: The Biography of Henry Ward Beecher. New York: Three Leaves Press, 2006: 444. ISBN 978-0-385-51397-5
  41. McFarland, Philip. Loves of Harriet Beecher Stowe. New York: Grove Press, 2007: 270. ISBN 978-0-8021-4390-7
  42. Stowe House. ohiohistory.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-17. ციტირების თარიღი: 2009-07-27.

Read other articles:

هذه المقالة بحاجة لصندوق معلومات. فضلًا ساعد في تحسين هذه المقالة بإضافة صندوق معلومات مخصص إليها. هذه المقالة تحتاج للمزيد من الوصلات للمقالات الأخرى للمساعدة في ترابط مقالات الموسوعة. فضلًا ساعد في تحسين هذه المقالة بإضافة وصلات إلى المقالات المتعلقة بها الموجودة في ال�...

 

Vicente Iborra Informasi pribadiNama lengkap Vicente Iborra de la FuenteTanggal lahir 16 Januari 1988 (umur 36)Tempat lahir Moncada, SpanyolTinggi 1,90 m (6 ft 3 in)Posisi bermain GelandangInformasi klubKlub saat ini Leicester CityNomor 21Karier junior LevanteKarier senior*Tahun Tim Tampil (Gol)2007–2008 Levante B 17 (4)2008–2013 Levante 165 (8)2013– 2017 Sevilla 113 (24)2017 - Leicester City 0 (0) * Penampilan dan gol di klub senior hanya dihitung dari liga domesti...

 

Greek politician and general (died 1868) This article does not cite any sources. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Gennaios Kolokotronis – news · newspapers · books · scholar · JSTOR (August 2023) (Learn how and when to remove this template message) Ioannis KolokotronisΙωάννης ΚολοκοτρώνηςA portrait of Ioannis Kolokotronis c. 1860Pr...

William Ellery Channing William Ellery Channing (Newport, 7 aprile 1780 – Old Bennington, 2 ottobre 1842) è stato un teologo statunitense considerato il più importante predicatore dell'unitarianismo negli USA della prima metà del diciannovesimo secolo nonché uno dei principali teologi unitariani insieme a Andrews Norton. Channing si fece conoscere grazie ai suoi sermoni e discorsi pubblici articolati e appassionati e divenne una personalità di spicco nell'ambito della teologia liberale...

 

American drama television series (2018–2023) SuccessionGenre Comedy-drama[1][2] Black comedy[3] Family drama[4] Satire[5][6] Tragicomedy[7] Created byJesse ArmstrongShowrunnerJesse ArmstrongStarring Hiam Abbass Nicholas Braun Brian Cox Kieran Culkin Peter Friedman Natalie Gold Matthew Macfadyen Alan Ruck Sarah Snook Jeremy Strong Rob Yang Dagmara Domińczyk Arian Moayed J. Smith-Cameron Justine Lupe David Rasche Fisher Stevens Alexande...

 

American baseball player (born 1997) Baseball player Kolby AllardAllard pitching for the Atlanta Braves organization in 2016Philadelphia Phillies – No. 49PitcherBorn: (1997-08-13) August 13, 1997 (age 26)Anaheim, California, U.S.Bats: LeftThrows: LeftMLB debutJuly 31, 2018, for the Atlanta BravesMLB statistics (through 2023 season)Win–loss record9–24Earned run average6.10Strikeouts204 Teams Atlanta Braves (2018) Texas Rangers (2019–2022) Atlanta Braves (2023) Kolby...

この項目には、一部のコンピュータや閲覧ソフトで表示できない文字が含まれています(詳細)。 数字の大字(だいじ)は、漢数字の一種。通常用いる単純な字形の漢数字(小字)の代わりに同じ音の別の漢字を用いるものである。 概要 壱万円日本銀行券(「壱」が大字) 弐千円日本銀行券(「弐」が大字) 漢数字には「一」「二」「三」と続く小字と、「壱」「�...

 

Kapinis-jarum asia bagian bawah. bagian atas. Status konservasi Risiko Rendah  (IUCN 3.1)[1] Klasifikasi ilmiah Kerajaan: Animalia Filum: Chordata Kelas: Aves Ordo: Apodiformes Famili: Apodidae Genus: Hirundapus Spesies: H. caudacutus Nama binomial Hirundapus caudacutus(Latham, 1802) Hijau muda : Musim panasHijau tua : Menetap Kuning : Musim dingin. Kapinis-jarum asia (Hirundapus caudacutus) adalah spesies burung dari keluarga Apodidae, dari genus Hirundapus....

 

إن شعب الله هو وصف أطلق على الإسرائيليين في العهد القديم وعلى المسيحيين في العهد الجديد. أعطيت أهمية أكبر في توسعة المفهوم في الكنيسة الكاثوليكية لتشمل كل من آمن بالله كما قرر في المجمع الفاتيكاني الثاني (1962-1965). في الكتاب المقدس جزء من سلسلة مقالات عناليهودية التاريخ الخط ...

BFA Senior League 2018-2019 Généralités Sport Football Édition 28e Date Du 21 octobre 2018au 28 avril 2019 Participants 11 Matchs joués 80 matchs Hiérarchie Hiérarchie 1er échelon Palmarès Tenant du titre University of the Bahamas Vainqueur Dynamos FC Deuxième Cavalier FC Troisième Bears FC Buts 355 (4.44 buts par match) Navigation Édition précédente Édition suivante modifier La saison 2018-2019 du Championnat des Bahamas de football est la vingt-huitième édition de la ...

 

Indian actress Vidhu redirects here. For the 2010 Sri Lankan film, see Vidhu (film). Vidhya VenkateshBornSalem, Tamil Nadu, India[1]Other namesVidya Venkatesh[1]OccupationActorYears active2002–2006 Vidhya Venkatesh is an Indian actress, who has appeared in Tamil and Kannada language films. After making her debut with Kamal Haasan in the Tamil film Panchathanthiram (2002), she won critical acclaim for her performances in Kannada movies like Chigurida Kanasu (2003) a...

 

President of Sri Lanka from 2005 to 2015 Hon.[1]Mahinda Rajapaksaමහින්ද රාජපක්ෂமஹிந்த ராஜபக்ஷRajapaksa in 20186th President of Sri LankaIn office19 November 2005 – 9 January 2015Prime MinisterRatnasiri WickremanayakeD. M. JayaratnePreceded byChandrika KumaratungaSucceeded byMaithripala Sirisena13th Prime Minister of Sri LankaIn office21 November 2019 – 9 May 2022PresidentGotabaya RajapaksaPreceded byRani...

American college football season 1969 Washington Huskies footballConferencePacific-8Record1–9 (1–6 Pac-8)Head coachJim Owens (13th season)Captains Ken Ballenger (G) Lee Brock (DT) Home stadiumHusky StadiumSeasons← 19681970 → 1969 Pacific-8 Conference football standings vte Conf Overall Team W   L   T W   L   T No. 3 USC $ 6 – 0 – 0 10 – 0 – 1 No. 13 UCLA 5 – 1 – 1 8 – 1 – 1 No. 19 Stanford ...

 

Écouiscomune (dettagli) Écouis – Veduta LocalizzazioneStato Francia Regione Normandia Dipartimento Eure ArrondissementLes Andelys CantoneLes Andelys TerritorioCoordinate49°19′N 1°26′E49°19′N, 1°26′E (Écouis) Superficie12,98 km² Abitanti811[1] (2009) Densità62,48 ab./km² Altre informazioniCod. postale27440 Fuso orarioUTC+1 Codice INSEE27214 CartografiaÉcouis Sito istituzionaleModifica dati su Wikidata · Manuale Écouis è un comune frances...

 

Borough in Somerset County, New Jersey, US For the stream named Bound Brook, see Bound Brook (Raritan River). Borough in New JerseyBound Brook, New JerseyBoroughBound Brook Hotel on Main Street SealLocation of Bound Brook in Somerset County highlighted in yellow (right). Inset map: Location of Somerset County in New Jersey highlighted in black (left).Census Bureau map of Bound Brook, New JerseyBound BrookLocation in Somerset CountyShow map of Somerset County, New JerseyBound BrookLocation in ...

كابيتل أف   الإحداثيات 48°25′45″N 123°21′58″W / 48.4293°N 123.366°W / 48.4293; -123.366   [1] تاريخ التأسيس 1966  تقسيم إداري  البلد كندا[2]  التقسيم الأعلى كولومبيا البريطانية  العاصمة فكتوريا، كولومبيا البريطانية  التقسيمات الإدارية فكتوريا، كولومبيا البري...

 

Province of Argentina Tucumán redirects here. For other uses, see Tucumán (disambiguation). Province in ArgentinaTucumánProvinceProvince of TucumánProvincia de Tucumán (Spanish)The Tucumán Government Palace FlagCoat of armsNickname(s):  The Garden of the RepublicLocation of Tucumán within ArgentinaCoordinates: 26°56′S 65°20′W / 26.94°S 65.34°W / -26.94; -65.34CountryArgentinaCapitalSan Miguel de TucumánSubdivisions List Departments: 17Municipalitie...

 

Ai ShimizuShimizu, Juni 2016Nama asal清水 愛Lahir26 Maret 1981 (umur 43)Tokyo, JepangStatusMenikahPekerjaanseiyuu, penyanyu, pegulatTahun aktif2001–sekarangAgenHaikyōSuami/istriMaik Inoue ​(m. 2016)​[1] Ai Shimizu (清水 愛code: ja is deprecated , Shimizu Ai, lahir 26 Maret 1981) adalah seorang seiyuu dan pegulat profesional asal Jepang. Dia memiliki karir sebagai penyanyi, menandatangani kontrak dengan Lantis. Dia telah merilis 14 ...

This article is about the album. For the song, see A Little Bit Longer (song). 2008 studio album by Jonas BrothersA Little Bit LongerStudio album by Jonas BrothersReleasedAugust 12, 2008StudioWishbone Studios, Los Angeles,Cherry Beach Sound, Toronto,The Saltmine Studios, Arizona,Gibson Bus,Capitol Studios, Los AngelesGenre Rock power pop Length39:31LabelHollywoodProducerJohn Fields,Jon Lind,Kevin JonasJonas Brothers chronology Jonas Brothers(2007) A Little Bit Longer(2008) Music from ...

 

Ethnic group native to Flanders, Belgium Flemings redirects here. For other uses, see Flemings (disambiguation). Ethnic group FlemingsVlamingen (Dutch)Flag of Flanders, the symbol of the Flemish people.Flemish Community in Belgium and EuropeTotal populationc. 7 million(2011 estimate)Regions with significant populations Belgium (Flanders)6,450,765[1] United StatesIndeterminable[a](352,630 Belgians)[2] France187,750[3] Canada13,840–176,615[b]&#...