ჯორჯ მაქსველ რიჩარდსი (ინგლ. George Maxwell Richards, დ. 1 დეკემბერი, 1931[1] — გ. 8 იანვარი, 2018) — პოლიტიკური მოღვაწე, ტრინიდადი და ტობაგოს მეოთხე პრეზიდენტი (2003—2013). განათლებით — ქიმიური მრეწველობის ინჟინერი. 1996 წელს ტრინიდადზე არსებული წმინდა ავგუსტინის უნივერსიტეტის მმართველი იყო. 2003 წლის 17 მარტს აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად ხუთი წლის ვადით, ასევე რიჩარდსი მეორე ვადითაც აირჩიეს და საპრეზიდენტო პოსტი ეკავა 2013 წლის 18 მარტამდე.
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო