ჯონ კოლდუელ კელჰუნი (ინგლ. John Caldwell Calhoun; დ. 18 მარტი, 1782 — გ. 31 მარტი, 1850) — ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი აშშ-ის ისტორიაში, მონათმფლობელი შტატების მთავარი იდეოლოგი და მათი ინტერესების ლობისტი ფედერალურ მთავრობაში. პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ვინც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაიბადა და პირველი, ვინც თანამდებობიდან გადადგა. მისი იდეები გამოყენებულ იქნა სამხრეთი შტატების სეცესიის დასასაბუთებლად და კონფედერაციული შტატების შესაქმნელად.
რესურსები ინტერნეტში