ჯოან ჯეტი (ინგლ. Joan Jett; დ. 22 სექტემბერი, 1958) — ამერიკელი როკ-მომღერალი, სიმღერების ავტორი, კომპოზიტორი, მუსიკოსი, ხმის ჩამწერი პროდიუსერი და მსახიობი. ცნობილია თავისივე ბენდის Joan Jett & the Blackhearts საქმიანობით და გოგონათა როკ-ჯგუფის The Runaways წევრობით, რომლის ერთ-ერთი თანადამაარსებელი, ვოკალისტი და გიტარისტი იყო. ჯგუფის ცნობილია ჰიტია სიმღერა „Cherry Bomb“. The Blackhearts-თან ერთად ჯეტი სიმღერის „I Love Rock 'n' Roll“ საკუთარი ვერსიის შესრულებითაა ცნობილი, რომელიც 1982 წელს შვიდი კვირის მანძილზე ბილბორდის ცხელი ასეულის ჩარტში პირველ ადგილს იკავებდა.[1] ჯეტის სხვა ცნობილი სიმღერებია: „Bad Reputation“, „Crimson and Clover“, „Do You Wanna Touch Me (Oh Yeah)“, „Light of Day“, „I Hate Myself for Loving You“ და „Dirty Deeds“.
ჯეტი მეცო-სოპრანოა.[2] მის სამ ალბომს პლატინის ან ოქროს ფირფიტა აქვს მიღებული.[3][4][5] მომღერალს ხშირად როკ-ენ-როლის დედოფალს უწოდებენ. 2015 წელს Joan Jett & the Blackhearts როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შევიდა.[6]
სქოლიო