ჯვარი, ყოფილი ეწერი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში (ჯვარის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს მდინარე ენგურის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 320 მ-ზე. ქალაქ წალენჯიხიდან დაშორებულია 7 კმ-ით, ქალაქ ჯვარიდან — 2 კმ-ით.
ისტორია
თანამედროვე სოფელი ჯვარი მდებარეობს ენგურ-ჭანისწყლის წყალგამყოფი ვაკე-ზეგანის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელსაც ტრადიციულად ადგილობრივი მოსახლეობა ეწერს (ენწერს) უწოდებდა. XVIII-XIX საუკუნეებში ეწერში მამულებს ფლობდნენ თავადი აფაქიძეები, რის გამოც ამ ტერიტორიას და დასახლებას „სააფაქიო ეწერი“ შეერქვა. 1920-იან წლებში აქ ჩამოყალიბდა 2 სოფელი: ჩრდილოეთში — პირველი ეწერი, ხოლო სამხრეთში — მეორე ეწერი (შემდგომში ორჯონიკიძე, ახლანდელი ეწერი). 1942 წელს პირველ ეწერს ეწოდა ეწერი და ამ სახელით იყო ცნობილი 2010-იან წლებში განხორციელებულ ცვლილებებამდე. ამჟამად მისი სახელწოდებაა სოფელი ჯვარი.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3 157 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
2172 |
1011 |
1161
|
2014[1] |
3157 |
1486 |
1671
|
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, , 2014. — გვ. 126.
- ცხადაია პაატა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბ., 2015. — გვ. 18-23.
სქოლიო