ნაშამგუ — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავის თემი (სოფლები: მუჟავა, ნაშამგუ, ოლორი).[2] მდებარეობს მდინარე ოლორის (ენგურის შენაკადი) ნაპირებზე, ზღვის დონიდან 350 მეტრზე. წალენჯიხიდან დაშორებულია 26 კილომეტრით. ჯვრიდან 8 კმ-ით.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 157 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
316 |
159 |
157
|
2014[1] |
157 |
79 |
78
|
ლიტერატურა
სქოლიო