ჯერდან შაჩირი (ალბ. Xherdan Shaqiri [dʒɛrˈdan ʃaˈciɾi]; დ. 10 ოქტომბერი, 1991) — ალბანური წარმოშობის შვეიცარიელი ფეხბურთელი, „ლივერპულის“ და შვეიცარიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი.
საკლუბო კარიერა
შაჩირი დაიბადა კოსოვოელი ეთნიკური ალბანელების ოჯახში. როდესაც ის იყო პატარა, გადავიდა შვეიცარიაში, ბაზელში. „ბაზელის“ პირველ გუნდში დაწინაურების შემდეგ, შაჩირი ცნობილი გახდა თავისი სისწრაფის გამო.[2] შაჩირი არის ცაცია. 2012 წლის 1 ივლისს შაჩირი შეუერთდა „მიუნხენის ბაიერნს“.
სანაკრებო კარიერა
შაჩირის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში შედგა 2010 წელს. იმავე წელს, ოტმარ ჰიცფელდმა, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 18 წლის შაჩირი მოულოდნელად მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიძახა. შაჩირი მხოლოდ ერთ, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში შევიდა შეცვლაზე 78-ე წუთზე. 2014 წლის მუნდიალზე შაჩირი უკვე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო, ჯგუფურ ეტაპზე სამი გოლი გაიტანა და ორჯერ დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ.
ტიტულები
საკლუბო
ბაზელი:(5)
ბაიერნი მიუნხენი:(9)
ლივერპული:(4)
ინდივიდუალური
- შვეიცარიის წლის ფეხბურთელი: 2011, 2012
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო