* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 3 აპრილი, 2020 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 10 მაისი, 2019
მილნერმა ახალგაზრდული კარიერა საფეხბურთო კლუბ „ლიდზში“ გაატარა, გუნდში რომელსაც ბავშვობიდან ქომაგობდა. 2002 წელს 16 წლის ასაკში „ლიდზშივე“ შედგა მისი პროფესიონალური დებიუტი, სადაც კიდევ ორი სეზონი ითამაშა. 2004 წელს გადავიდა „ნიუკასლში“, 2005 წლიდან ერთი წლით განათხოვრებული იყო „ასტონ ვილაში“, რის მერეც „ნიუკასლში“ დაბრუნებდა და ჩრდილოური გუნდის მაისურით 100 მატჩზე მეტი ითამაშა. 2008 წელს მილნერი ხელმეორედ შეუერთდა „ასტონ ვილას“ საიდანაც 2010 წელს „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა. „სიტიში“ მან ორჯერ მოახერხა ინგლისის პრემიერლიგის მოგება.
2015 წელს, მილნერი „ლივერპულში“ გადავიდა. პირველივე სეზონის დაწყებამდე ის გუნდის ვიცე კაპიტნად დაასახელეს და ახალ გუნდთან ერთად ინგლისის ლიგის თასისა და ევროპის ლიგის ფინალებშიც ითამაშა, თუმცა ორივეში დამარცხდა. 2015-16 წლების სეზონში მილნერი ძირითადად ნახევარმცველად თამაშობდა, თუმცა გუნდში არსებული პრობლემების გამო მომდევნო სეზონის უმეტესი ნაწილი მარცხენა მცველის პოზიციაზე გაატარა.
2017-18 წლების სეზონში ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე დაბრუნდა და „ლივერპულთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც „მადრიდის რეალთან“ დამარცხდა. იმავე სეზონში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. 2018 წლის ნოემბერში მილნერმა 50-ე გოლი გაიტანა პრემიერლიგაში, მომდევნო თვეს კი მხოლოდ მე-13 ფეხბურთელი გახდა, ვისაც პრემიერლიგაში 500 მატჩი აქვს ჩატარებული. იმავე სეზონში მილნერმა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა მოიგო „ლივერპულთან“ ერთად. 2019 წლის ბოლომდე მილნერი უეფა-ს სუპერთასისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანიც გახდა.
მილნერს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 2009-2016 წლებში 61 მატჩი აქვს ნათამაშები. მონაწილეობა აქვს მიღებული 2012 და 2016 წლის ევროპის, ასევე 2010 და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე. სანაკრებო კარიერაში ერთადერთი გოლი 2012 წელს მოლდოვას კარში აქვს გატანილი.
თამაშის სტილი
მილნერი ინგლისურ ფეხბურთში ცნობილია თავისი მრავალმხრივი საფეხბურთო უნარებით და ინტენსიური თამაშის სტილით. „ლიდზსა“ და „ნიუკასლში“ ყოფნისას ის ძირითადად ფლანგის ნახევარმცველად თამაშობდა, თუმცა უთამაშია თავდამსხმელად, ჩამშლელად და მარჯვენა მცველადაც. „ასტონ ვილაში“ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზეც თამაშობდა. „მანჩესტერ სიტიში“ — ფლანგის ნახევარმცველად და შემტევ ნახევარმცველად. „ლივერპულში“ ცენტრალურ ნახევარმცველად. როცა გუნდს სჭირდებოდა მთელი სეზონი გაატარა მარცხენა მცველის პოზიციაზე.
მილნერი გამოირჩევა სწრაფი და ენერგიული თამაშით. გადაცემების სიზუსტის მაღალი მაჩვენებლით შორ თუ ახლო მანძილზე. ხშირად მიდის კარისკენ დასარტყავად, საიმედოა ჩამშლელის როლშიც. გამოირჩევა ჩაწოდებების სიზუტითაც, ხშირად აწვდის კუთხურებსა და ჯარიმებს. მწვრთნელებისა და მიმომხილველებისგან არაერთხელ მიუღია შექება თავისი ენერგიული და გუნდური თამაშისთვის.
სტატისტიკა
განახლდა: 11 მარტი, 2020 წელი
ჩატარებული მატჩები და გატანილი გოლები კლუბებისა და სეზონის მიხედვით