ჯანიქი Canik beylikleri ბეილიქი
|
←
|
~1300 — 1460
|
→
|
|
ჯანიკის ბეილიქი. (რუკაზე ასახულია როგორც Canik)
|
ენა
|
თურქული
|
რელიგია
|
სუნიტური ისლამი
|
|
ჯანიქის ბეილიქი (თურქ. Canik beylikleri) — მცირე თურქმანული სამთავროების საერთო სახელი, რომელიც XIV და XVI საუკუნეებში ჩრდილოეთ ანატოლიაში მდებარეობდა. სახელწოდება უნდა მომდინარეობდეს ქართული სატომო სახელი — „ჭანი-დან“.[1]
ისტორია
1243 წელს ქოსე-დაღის ბრძოლაში დამარცხებულმა რუმის სასულთნომ ზავი ითხოვა და შედეგად მონღოლთა იმპერიის მოხარკედ იქცა. მონღოლთა იმპერიის დაშლის შემდგომ რეგიონში ახალი ძალა ილხანთა საყაენო ჩამოყალიბდა. ილხანიდებმა მალევე მოიპოვეს ჰეგემონია ანატოლიაში. სელჩუკი სულთნები ილხანიდთა მარიონეტებად იქცნენ, ხოლო მათი სარდლები ილხანიდებს დაემორჩინენ, რომლებმაც თანდათან ანატოლიის სხვადასხვა მხარეში ნახევრად დამოუკიდებელი სამთავროები (ბეილიქები) ჩამოაყალიბეს. იქიდან გამომდინარე, რომ მცირე აზიის შავი ზღვის სანაპიროს ცენტრალურ მხარეში დომინანტური ძალა ვერ ჩამოყალიბდა, აქ ათეულობით მცირე ბეილიქი აღმოცენდა, რომელიც ერთი დინასტიის წარმომადგენლების მიერ იმართებოდა და ერეტნას ნომინალურ ვასალებს წარმოადგენდნენ. ამ ბეილიქთა ისტორია გაუთავებელი ბრძოლებითა და მღელვარებით არის მოცული. თანამედროვე ისტორიკოსები მათ ერთობლივობას პირობითად ჯანიქის სახელით აღნიშნავენ.
ბეილიქები
ბეილიქთა სია, რომელთაც ჯანიქის სახელით მოიხსენიებენ:[2]
ბეილიქის სახელწოდება
|
დედაქალაქი
|
გაუქმების თარიღი
|
ბაფრის ბეილიქი
|
ბაფრა
|
1460
|
ჰაჯიემიროღულარი
|
მესუდიე
|
1427
|
კუბატოღულარი
|
ლადიკ
|
1428
|
კუთლუშაჰი
|
ამასია
|
1381
|
ტეჯედინოღულარი
|
ნიკსარი
|
1415
|
ტაშანოღულარი
|
მერზიფონი
|
1398
|
მართველთა სია
ზოგიერთი დინასტიის წარმომადგენლები:[3]
კუთლუშაჰი
- ჰაჯი კუთლუ შაჰ ბეი (1340-1361)
- ჰაჯი შედგელდი ბეი (1361-1381)
- ფაჰრუდინ აჰმედ ბეი (1381-1393)
ტეჯედინოღულარი
- ტეჯედინ დოღან შაჰ (1308-1346)
- ტეჯედინ ბეი (1346-1387)
- მაჰმუდ ჩელები (1387-1423)
- ჰუსემუდინ ჰასან ბეი (1423-1425)
ჰაჯიემიროღულარი
- ჰაჯი ბაირამ ბეი (1313-1331)
- ჰაჯი ემირ ბეი (1331-1361)
- სულეიმან ბეი (1386-1392)
სქოლიო