სუსანა ჯამალადინოვა (უკრ. Сусана Джамаладинова; დ. 27 აგვისტო, 1983, ოში, ყირგიზეთი) — ცნობილი როგორც ჯამალა (უკრ. Джамала) — უკრაინელი მომღერალი და კომპოზიტორი. სოპრანო, ასრულებს თავის დაწერილ მუსიკას ჯაზის, სოულის და რიტმ-ენდ-ბლუზის გადაკვეთაზე კლასიკური მუსიკის ელემენტებით.
გარდატეხა მის კარიერში საერთაშორისო კონკურს „ახალი ტალღა 2009“-ში წარმდგენით მოხდა. ახალგაზრდა პოპ-მომღერლებს შორის იურმალაში. მომღერალს მიენიჭა პრიზი, ჟიურის დადებით შთაბეჭდილების მოხდენაზე და მისი განსაკუთრებული ვოკალური ნიჭის გამო. იგი წარმოადგენს უკრაინას ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2016-ზე სიმღერით „1944“. 2016 წლის 14 მაისს მან გაიმარჯვა ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2016-ზე.
ბიოგრაფია
სუსანა ჯამალადინოვა დაიბადა ქალაქ ოშში, ყირგიზეთის სსრ-ში, ყირიმელი თათარი მამისა და სომეხი დედის ოჯახში.[1][2][3] ჯამალა და მამამისი მუსლიმები არიან, დედამისი კი ქრისტიანი. ჯამალას თქმით, მისი წინაპრები ყირგიზეთში იძულებით გადაასახლეს სტალინის დროს. დეპორტაციის დროს მისი დიდი ბებიის ქალიშვილი გარდაიცვალა სატვირთო გემის ბორტზე, ხოლო ამის შემდეგ, მისი ცხედარი მოისროლეს, როგორც „ნაგავი“ (მისი მტკიცებულებით). უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მისი ოჯახი დაბრუნდა ყირიმში.
ჯამალას მუსიკა ადრეული ბავშვობიდან უყვარდა. პირველი ჩანაწერი გააკეთა 9 ასაკში. თავის მშობლიურ ალუშტაში მუსიკალური სკოლის დამთავრების (ფორტეპიანოს კლასის) შემდეგ, მომღერალი ჩააბარა სიმფეროპოლის ჩაიკოვსკის სახელობის მუსიკალური კოლეჯში, რომელიც დაამთავრა სპეციალობით საოპერო სიმღერა.
ევროვიზია 2016
ჯამალამ წარმოადგინა უკრაინას ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2016-ზე სიმღერით „1944“.[4] ეს სიმღერა დაწერილია ყირიმელი თათრების დეპორტაციის შესახებ 1944 წელს და განსაკუთრებით მისი დიდი ბებიის, რომელმაც დაკარგა თავისი ქალიშვილი ცენტრალურ აზიაში დეპორტაციის დროს.[5][6]
სქოლიო