ძველი ორჰეი — ისტორიულ-არქეოლოგიური კომპლექსი მოლდოვაში. მდებარეობს კიშინიოვიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 60 კილომეტრში, მდინარერეუტზე. ძველ ორჰეიში აღმოჩენილია სხვადასხვა ცივილიზაციის კვალი. აქ მდებარეობს გეტურ-დაკური ციხესიმაგრე (ძვ. წ. VI—I სს.), ოქროს ურდოს ქალაქი შეჰრ-ალ-ჯედიდი ან იანგი-შეჰრი (XIV საუკუნის მეორე ნახევარი), მართლმადიდებლური მონასერი (XIV საუკუნე) და მოლდავური ქალაქი ორჰეი (XV-XVII სს.).
ტერიტორია დასახლებულია უძველესი დროიდან. ამ ტერიტორიაზე დაარსებულა და განადგურებულა მრავალი ქალაქი, მათ შორის პირველი იყო ქალაქი ორჰეი. XIV საუკუნეში ტერიტორია დაიპყრო ოქროს ურდომ და აქ დაარსდა ქალაქი შეჰრ-ალ-ჯედიდი („ახალი ქალაქი“). მუსულმანებმა აქ თავისი კვალი დატოვეს. აღმოჩენილია მეჩეთის ნანგრევები, ქარავან-სარაი, მავზოლეუმი და აბანო.
ძველი ორჰეი განთქმულია შემორჩენილი მონასტების სიმრავლით. ტერიტორია შესანიშნავი ადგილი იყო სამონასტრო ცხოვრების განვითარებისათვის.
ქალაქის ისტორია შედგება სამი პერიოდისაგან: პირველი მოიცავს ოქროს ურდომდე პერიოდს. მეორე ოქროს ურდოს მმართველობის, ხოლო მესამე მოლდავური მმართველობის პერიოდია.