|
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ქრცვინი.
|
ცქვრინი (ლათ. Acipenser ruthenus) — თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. მისი სხეული სიგრძე 125 სმ, ხოლო მასა 16 კგ აღწევს. გვხვდება კასპიის, შავი და აზოვის ზღვების აუზში და ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში. 2 რასა — ევროპული და ციმბირული: ცნობილია ნახევრადგამსვლელი ფორმები (კასპიის ზღვა). ქვირითს ყრის გაზაფხულზე კენჭნარ და ქვიან გრუნტზე. მამალი სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-7 წლისა, ხოლო დედალი — 5-12 წლისა. ნაყოფიერება 4-იდან 137 ათას ქვირითამდე. სიცოცხლის ხანგრძლივობა 22 წელია. ცქვრინი მეტწილად იკვებება მწერების მატლით. ზამთარში ჩვეულებრივ ჩაწოლილია ორმოში. ძვირფასი სარეწაო თევზია.
რესურსები ინტერნეტში