ცენტრალური მაშონალენდი (ინგლ.Mashonaland Central Province) — პროვინცია ზიმბაბვეში. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ბინდურა.
გეოგრაფია
ცენტრალური მაშონალენდის პროვინცია მდებარეობს ზიმბაბვეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მისი ფართობი შეადგენს 28 374 კმ²-ს. ცენტრალური მაშონალენდის პროვინციის ჩრდილოეთით გადის ზიმბაბვეს სახელმწიფო საზღვარიმოზამბიკთან.
მოსახლეობა
2012 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 152 520 ადამიანს[1][2][3][4]. ისინი უმეტესად შონას ხალხს წარმოადგენენ.
პროვინციის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:
1982
1992
2002
2012
563 407
835 862
998 265
1 152 520
ადმინისტრაციული დაყოფა
ადმინისტრაციული თვალსაზრისით ცენტრალური მაშონალენდის პროვინცია დაყოფილია 7 რაიონად: