სამხრეთი მატაბელელენდი (ინგლ.Matabeleland South Province) — პროვინცია ზიმბაბვეში. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი გვანდა.
გეოგრაფია
სამხრეთი მატაბელელენდის პროვინცია მდებარეობს ზიმბაბვეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მისი ფართობი შეადგენს 54 172 კმ²-ს. კლიმატი პროვინციაში მშრალია, ნალექები იშვიათად მოდის. სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება ბოტსვანას, სამხრეთიდან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას.
მოსახლეობა
2012 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 683 893 ადამიანს[1][2][3][4]. პროვინცია მეჩხერადაა დასახლებული, მისი ძირითადი მაცხოვრებლები შეადგენენ მატაბელეს ხალხის წარმომადგენლებს.
პროვინციის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:
1982
2002
2012
519 606
654 879
683 893
ადმინისტრაციული დაყოფა
ადმინისტრაციული თვალსაზრისით სამხრეთი მატაბელელენდის პროვინცია დაყოფილია 6 რაიონად: