ცეგლედი (უნგრ. Cegléd) — ქალაქი უნგრეთში, პეშტის მედიეში. მდებარეობს დედაქალაქ ბუდაპეშტიდან დაახლოებით 70 კილომეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე ტისასა და დუნაის შორის.
რეგიონი ჯერ კიდევ უძველესი ხანიდანაა დასახლებული. ამჟამინდელი სახელით წერილობით წყაროებში პირველად 1290 წელს იხსენიება. XIII საუკუნეში, ქალაქი მონღოლთა შემოსევების შედეგად დაინგრა, თუმცა მოგვიანებით კვლავ აღადგინეს. 1514 წელს, ცეგელდი დიორდია დოჟას მეთაურობით წამოწყებულ გლეხთა აჯანყების ერთ-ერთი ცენტრი იყო.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში