ჩამადაანთ გორის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც მდებარეობს ქალაქ დედოფლისწყაროს დასავლეთით, დედოფლისწყაროს პლატოს ნაპირას, დედოფლისწყაროსა და სოფელ გამარჯვებას შორის, მაღალ კლდეზე. თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევრით.
გასული საუკუნის 60-იან შეისწავლა ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). დაზიანებულია ქვის მოპოვების დროს. ძეგლზე აიკრიფა თიხის ჭურჭელი.
მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.
ლიტერატურა