შტეფან ჰაიმი (გერმ. Stefan Heym; ფსევდონიმი ჰელმუტ ფლიგის, დ. 10 აპრილი, 1913, კემნიცი — გ. 16 დეკემბერი, 2001, ისრაელი) — გერმანელი მწერალი. წერდა ინგლისურ და გერმანულ ენებზე. სახელი გაითქვა რომანით „დღევანდელი ჯვაროსნები“ (ინგლისურად 1948, გერმანულად 1950). ჰაიმს ეკუთვნის სოციალურ-კრიტიკული რომანები „საზრისის თვალები“ (ინგლისურად 1951, გერმანულად 1955), „გოლდზბორო“ (ინგლისურად 1953, გერმანულად 1954), „გლაზენაპის შემთხვევა“ (1958), „მეფე დავითი“ (1972) და სხვ. ჰ. მანისა (1953) და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული პრემიების (1959) ლაურეატია.
ლიტერატურა
სქოლიო