შაშიანი

სოფელი
შაშიანი

სოფელ შაშიანის საჯარო სკოლა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტი
თემი შაშიანი
კოორდინატები 41°49′46″ ჩ. გ. 45°40′46″ ა. გ. / 41.82944° ჩ. გ. 45.67944° ა. გ. / 41.82944; 45.67944
ცენტრის სიმაღლე 530
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2342[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
შაშიანი — საქართველო
შაშიანი
შაშიანი — კახეთის მხარე
შაშიანი
შაშიანი — გურჯაანის მუნიციპალიტეტი
შაშიანი

შაშიანისოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. გურჯაანი-თელავის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 530 მეტრი, გურჯაანიდან 16 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2342 ადამიანი. სოფელში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი.

ისტორია

საისტორიო წყაროებში შაშიანი შანშიანადაც მოიხსენიება და მეზობელ სოფელ კალაურთან ერთად, შაშიან-კალაურის თემადაც. სოფლის სახელის წარმომავლობის შესახებ, სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, სოფლის ტყეებში მრავლად ყოფილა შაშვი და სოფლის სახელიც შაშიანი (შაშვიანი) აქედან მომდინარეობს.

სოფლის მოსახლეობა უძველესი დროიდან მისდევს მევენახეობას და მემინდვრეობას. XI-XV საუკუნეებში შაშიანი საკათალიკოსო სოფელი იყო. ასეთად ჩანს იგი ალექსანდრე დიდის მიერ დამტკიცებულ 1392 წლის საკათალიკოსო მამულების შეწირვისა და სითარხნის განახლების გუჯარში. კახეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ, შაშიანი ძირითადად საკათალიკოსო სოფლად რჩება, თუმცა მის ყმა-მამულზე წილი სამეფო კარმაც დადო. XVII-XVIII საუკუნიდან ცალკეული ფეოდალებიც აცხადებენ პრეტენზიას სოფლის ყმა-მამულებზე.

სოფელი შაშიანი 1772 წელს მოხსენიებული აქვს თავის ჩანაწერებში ცნობილ გერმანელ მეცნიერს და მოგზაურს, იოჰან ანტონ გიულდენშტედტს.[2]

1886 წელს სოფლის მღვდლის ილია შიუკაშვილის მცდელობით, გახსნილა სამრევლო სკოლა. იგი ყოფილა სკოლის გამგეც და მასწავლებელიც.

სამხრეთ-ადმინისტრაციული დაყოფის თანახმად, შაშიანი სარუსთველო დროშაზე იყო მიწერილი.

სოფელში გავრცელბული გვარებია: ბიწკინაშვილი, ჩეკურიშვილი, ხოტენაშვილი, გამხიტაშვილი, ჯაჭვაძე, ქევხიშვილი და სხვა.[3]

დემოგრაფია

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2014 2 342 1 146 1 196

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში
  3. გვარები საქართველოში. ციტირების თარიღი: 2024-07-08.