შარლ ნოდიე

შარლ ნოდიე
ფრანგ. Charles Nodier[1]
დაბადების თარიღი 29 აპრილი, 1780(1780-04-29)[2] [1] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბადების ადგილი ბეზანსონი, ფრანშ-კონტე, საფრანგეთის სამეფო[14] [1]
გარდაცვალების თარიღი 27 იანვარი, 1844(1844-01-27)[2] [1] [3] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] (63 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი, საფრანგეთის სამეფო[14] [1]
დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაო[15] და Grave of Nodier
ფსევდონიმი Maxime Odin[1] [16] , Docteur Néophobus[1] [16] და Carlo Nodier[1]
საქმიანობა ჟურნალისტი[1] , ლექსიკოგრაფი, ბიბლიოთეკარი[1] , პოეტი, ენტომოლოგი, რომანისტი[1] , მწერალი[1] [17] , მთარგმნელი[18] , ლიტერატურული კრიტიკოსი, ესეისტი[16] და ფილოლოგი[16]
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი[1]
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი
მეუღლე Désirée Nodier
შვილ(ებ)ი Marie Antoinette Menessier-Nodier
ნათესავ(ებ)ი Fanny Tercy

შარლ ნოდიე (ფრანგ. Charles Nodier; დ. 29 აპრილი, 1780 — გ. 27 იანვარი, 1844) — ფრანგი ავტორი.

ბიოგრაფია

შარლ ნოდიე დაიბადა 1780 წლის 19 აპრილს ბეზანსონში, ვექილის ოჯახში. ბავშვობიდანვე ისეთ წრეებში იზრდებოდა, რომლის წარმომადგენლები 1789 წლის რევოლუციის მონაწილენი იყვნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ ქალაქის ბიბლიოთეკაში მუშაობდა, ხოლო 1800 წელს პარიზში გადავიდა და ხელი მოჰკიდა ლიტერატურას. დაწერა რომანი "განდევნილნი" და მოთხრობა "ზალცბურგელი მხატვარი". ნაპოლეონის რეჟიმის დროს, იმპერატორის წინააღმდეგ მიმართული პამფლეტების გამო, ნოდიე იძულებული იყო საფრანგეთის საზღვრებს გარეთ ეცხოვრა. იგი შვეიცარიაში წავიდა. 1814 წელს საგრანგეთში დაბრუნდა და ლიტერატურულ ცხოვრებაში ჩაება. 1824 წელს, შოტლანდიაში მგზავრობის დროს, უოლტერ სკოტი გაიცნო და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაწერა მოთხრობა-ზღაპარი "ტრიბლი:, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად.

ნოდიეს ბევრი ფანტასტიკური ნოველა აქვს, რომლებშიც ისევე, როგორც "ტრილბიში", რეალური და ფანტასტიკური ერთმანეთშია შერეული. ნოდიე ფიქრობდა, რომ ადამიანის ფსიქიკაში დიდი ადგილი ეჭირა ოცნებასა და სიზმარს, რაც შემდგომ ასე უხვად გამოიყენეს მე-20 საუკუნეში სიურრეალისტებმა.

1824 წლიდან მის ბინაზე შეიქმნა ე. წ. "სენაკლი", რომელიც ფრანგ რომანტიკოსებს აერთიანებდა. ამ წრეში შედიოდნენ ვიქტორ ჰიუგო, ალფრედ დე მიუსე, ალფრედ დე ლამარტინი და სხვა. ნოდიე რომანტიკული მოძრაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეორიტიკოსი იყო და გიუგო მას თავის მასაწვლებელს უწოდებდა. 1834 წელს ნოდიე საფრანგეთში აკადემიის წევრად აირჩიეს.

ნოდიე გარდაიცვალა 1844 წლის 27 იანვარს.

ლიტერატურა

  • ფრანგული ნოველა ორ ტომად – ტომი I; გამომც. საბჭოთა საქართველო, 1971; გვ: 558-559

რესურსები ინტერნეტში

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118735594 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. Find a Grave — 1996.
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 NooSFere — 1999.
  7. 7.0 7.1 BD Gest'
  8. 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  9. 9.0 9.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  10. 10.0 10.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. 11.0 11.1 GeneaStar
  12. 12.0 12.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  13. 13.0 13.1 ПроДетЛит — 2019.
  14. 14.0 14.1 Нодье Шарль // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  15. Jouin H. La sculpture dans les cimetières de Paris // Nouvelles archives de l’art français — 1897. — Vol. 3e série, tome 13. — P. 133. — ISSN 0994-8066; 2419-2465
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 Czech National Authority Database
  17. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  18. The Fine Art Archive — 2003.