შავშვების ღვთისმშობლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების სამხრეთით ერთ კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (12,1 X 5,7 მ). ნაგებია კირქვის კვადრებით. 1920 წლის მიწისძვრამ შენობა ძლიერ დააზიანა. კედლები ორმეტრმდეა შემორჩენილი. შესასვლელი ჩრდილოეთითაა. აფსიდი ნახევარწრიულია.
ლიტერატურა