დიდი ატენის წმინდა ბარბარეს ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ატენის ჩრდილო-დასავლეთით, მაღალ მთაზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (5,7 × 4,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია — მთლიანად ჩანგრეულია კამარა. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნალისებრ აფსიდში ვიწრო სწორკუთხა სარკმელი და ორი ასეთივე ნიშია. სამხრეთ კედელშიც სწორკუთხა სარკმელია.
ლიტერატურა
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990.