ყვითელთავა ნარჩიტა[1] (ლათ. Regulus regulus) — ფრინველი ნარჩიტასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 10 სმ-მდე, იწონის 5–6 გ-ს. შეფერილია მორუხო-ყვითლად; თხემი მამლებს ნარინჯისფერი, დედლებს კი ყვითელი გვერდებზე შავი ზოლებით აქვს. ბინადრობს ნაძვიან ან ფიჭვიან ტყეებში. ფართოდაა გავრცელებული ევრაზიის მრავალ რეგიონში, მათ შორის აზორისა და კანარის კუნძულებზე. საქართველოშიც მრავლად გვხვდება.[1] თითქმის მრგვალ ბუდეს ხეების ზედა ტოტებზე იკეთებს, რომელშიც 5–10 კვერცხს დებს. ზამთარში მომთაბარეობს გუნდებად, ხშირად გვხვდება წივწივებთან ერთად. იკვებება მწერებით.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო