მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოს II (ბერძ. Χρυσόστομος Β΄, ერისკაცობაში — იროდოტ დიმიტრიუსი, ბერძ. Ηρόδοτος Δημητρίου; დ. 10 აპრილი, 1941, სოფ. ტალა, პაფოსი — გ. 7 ნოემბერი, 2022) — ეპისკოპოსი; კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსი 2006 წლის 5 ნოებრიდან 2022 წლის 7 ნოემბრამდე (გარდაცვალებამდე).
ბიოგრაფია
დაიბადა 1941 წლის 10 აპრილს, სოფ. ტალაში, ქ. პაფოსის მახლობლად. სკოლის დამთავრების შემდეგ გახდა მორჩილი წმიდა ნეოფიტეს მონასტერში. 1963 წელს დაამთავრა ქ. პაფოსის გიმნაზია. 1963 წლის 3 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად. 1968–1972 სწავლობდა ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. 1972 წელს არჩეულ იქნა წმიდა ნეოფიტეს მონასტრის იღუმენად. 1972 წლის 12 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა პრესვიტერად და მაკარიო III-ემ აკურთხა იღუმენად. 1978 წლის 26 თებერვალს ებოძა მიტროპოლიტობა. 2006 წლის 5 ნოემბერს არჩეულ იქნა მთავრეპისკოპოსად ახლისა იუსტინიანასი და სრულიად კვიპროსისა. 2006 წლის 12 ნოემბერს შედგა ქრიზოსტომოს II-ის ინთრონიზაცია.
გარდაიცვალა 2022 წლის 7 ნოემბერს, 81 წლის ასაკში. სიცოცხლის ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სიმსივნის უკიდურეს ფორმას ებრძოდა.[1]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო