ქვედა ღვირიში — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში.[2] ღვირიშის თემის ცენტრი (სოფლები: ზედა ღვირიში, ნასპერი, სანორჩი, უცხერი). მდებარეობს მდინარეების ცხენისწყლისა და რიონის წყალგამყოფის კალთაზე, მდინარე ღვირიშის (რიონის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 620 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 31 კილომეტრით.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 117 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
207 |
91 |
116
|
2014[1] |
117 |
55 |
62
|
ლიტერატურა
სქოლიო