სპათაგორი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: სპათაგორი, ლაცორია, ლეშკედა).[1] მდებარეობს ლაჯანურის წყალსაცავის ნაპირზე. ზღვის დონიდან 640 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 15 კილომეტრით.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 106 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
180 |
83 |
97
|
2014[1] |
106 |
50 |
56
|
ლიტერატურა
სქოლიო